ბევრი წყვილი ოცნებობს საზღვარგარეთ ქორწილზე, მდიდარი ანტიკური კულტურით და ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ ადგილზე. ზოგ წყვილს ფორმალური პროცედურების მოგვარება თავიანთ ქვეყანაში ურჩევნია, შემდეგ კი საქართველოში სიმბოლური ცერემონიის და ვახშმის მოწყობა. მაგრამ ყველა ახალდაქორწინებულს არ სმენია რომ საქართველოს ერთ ერთი ყველაზე მარტივი ქორწილის რეგისტრაციის პროცედურა აქვს. საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია არც თუ ისე რთულად მოგეჩვენებათ.

რომელი რეესტრის ოფისი ავირჩიოთ? რა რის გასხვავება მათ შორის და რა უდა გავითვალისწინოთ განცხადების შეტანის დროს? ჩვენს ხალ სტატიაში ამ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. რეესტრის ოფისის არჩევა თქვენი ქორწილისთვის ახლა თქვენი დიდი ოცნებისადმი გადადგმული მარტივი და სწრაფი ნაბიჯი იქნება.

(c) W-art

ზოგადი ინფორმაცია

თბილისში სამი რეესტრის ოფისი არსებობს, რომლებიც სამოქალაქო ქორწინების პროცესს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწევენ. მათ შორის ძირითადი განსხვავებებია მათი ადგილმდებარეობა, ინტერიერი და ფასია. ჩვეულებრივ, ფასი სამუშაო დღეებში უფრო დაბალია, ვიდრე ფასი დასვენების დღეებში, ამიტომ ამ ეტაპზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენი საქორწილო ბიუჯეტი. ქვემოთ ვისაუბრებთ კერძო ცერემონიებზე, რომელისთვისაც უნდა გადაიხადოთ, მაგრამ პირველ რიგში ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ იუსტიციის სახლის საჯარო დარბაზიც. ეს თქვენთვის უფასო იქნება, მაგრამ მთელი პროცესი, განაცხადის წარდგენა და ლოდინის დრო შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან მთელ დღემდე. ამრიგად, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი წყვილების მივცეთ გარანტია, რომ ეს პროცედურა სწრაფად და კომფორტულად ჩაივლის. ანაზღაურებადი კერძო რიტუალი, კი მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდება. ელეგანტურ დარბაზში მოკლე და სასიამოვნო ცერემონიის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი დღესასწაული თბილისის ვიწრო ქუჩებში ან მყუდრო სადილზე ძველი ქალაქის ულამაზესი ღამის ხედვით გააგრძელოთ.

 

იუსტიციის სახლი

საჯარო დარბაზის გარდა, დახურული საქორწილო ცერემონია შეგიძლიათ აგრეთვე იუსტიციის სახლშიც გადაიხადოთ. ამ დარბაზს აქვს თავისი განცალკევებული შემოსასვლელი. თქვენ ლამაზად შეხვალთ ოთახში წყანრი მუსიკის თანხლებით და არავინ დაარღვევს თქვენი განსაკუთრებული მომენტის ჰარმონიას. კერძო დარბაზი ახლახან გარემონტდა: მისი ინტერიერი თანამედროვე სტილშია გაფორმებული, თეთრი, კრემისფერ და ცისფერ ფერებში. ახალი ყვავილები ინტერიერს სისუფთავისა და სინაზის ეფექტს სძენს. სხვათა შორის იუსტიციის სახლთან მდებარეობს დედაენის ბაღი და ტურისტების საყვარელი წერტილი, ცნობილი მშრალი ხიდი, თავისი ფერადი ქუჩის ბაზრით. ცერემონიის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ თბილისის ულამაზესი ადგილები და გადაიღოთ ლამაზი სურათები.

 

(c) Anna Khomutova

„საოჯახო ტრადიციები საქართველოში – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდეა!


(c) Anastasia Sholkova

ქორწინების სახლი კონკა

მეორე რეესტრის ოფისი რომელზეც გვინდა მოგითხროთ, ძველი ქალაქის ცენტრში, გაბრიაძის თეატრიდან არც ისე შორს მდებარეობს. კონკას რეესტრის ოფისის შენობა 1897 წელს აშენდა, რაც მას ხდის უძველეს რეესტრის ოფისს მთელ ქვეყანაში! მისი ოთახები რეგულარულად რემონტდება, მაგრამ თავდაპირველ ნამდვილობას და უნიკალურობას არაასდროს კარგავს. ეს რეესტრის ოფისი განკუთვნილია წყვილებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი ოჯახის შექმნა ტრადიციულ ქართულ სტილში. აქ, შენობის აივანზე, შეგიძლიათ თქვენი ფოტოსესიის დაწყება. მისი მოჩუქურთმებული თაღები და ნიმუშიანი სახელურები გახდება შეუდარებელი თქვენი საქორწილო ფოტოებისთვის. ამ რეესტრის ადგილსამყოფელი ასევე მოსახერხებელია: სულ რამოდენომე წუთში თქვენ აღმოჩნდებით თბილისის მისტიკურ ლაბირინთებში, რომელიც უკვე საუკუნეებია რიყის ქვით დაფარულია და სავსეა პატარა იტალიური ეზოებით.

 

(c) W-art
(с) Anastasia Sholkova

თქვენ დაუყოვნებლივ აღმოჩნდები ძველი თბილისის ქუჩების ლაბირინთში, რომელიც საუკუნოვანი ძველ ქვებითაა დაფარული და იტალიურ ეზოებში.


(с) Olga Moiseenko

ქორწინების სახლი მთაწმინდაზე

თუ მშვიდ ჰარმონიულ ბუნებაში წყნარ ცერემონიაზე ოცნებებთ, ჩვენ გირჩევდით თბილისის მესამე რეესტრის ოფისს: ის განთავსებულია მთაწმინდაზე, პარკში ამავე სახელით, რეესტრში შესვლის დროს თქვენ გხვდებათ შეუდარებელი შუშის დარბაზი, რომელიც ყველა მხრიდან ხეებით არის გარშემორტყმული. წარმოიდგინეთ რამდენად წყნარი და ჰარმონიული იქნება თქვენი ცერემონია ასეთ ადგილას: პანორამული ფანჯრები, კლასიკური ინტერიერი, ღია ფერის დეკორი, ტყე, მთის ჰაერი, რომელიც სავსეა ფიჭვის სუნით… ბუნების ერთობლიობით შთაგონებული ცერემონია!.

მთაწმინდის რეესტრის ოფისი ასევე გთავაზობთ შეუდარებელ ლოკაციას თქვენი საქორწილო ფოტოსესიისთვის. ფოტოსესიის დროს შეგიძლიათ გაისეირნოთ პარკში, გადაიღოთ სურათები ანტიკური ქალაქის ფონზე. ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ ცერემონია ამ რეესტრში, ადგილზე რესგისტრაციით ხდება, ამიტომაც არის ღირებულება მეტი ვიდრე კონკას რეესტრში და იუსტიციის სახლში.!

(c) W-art
(с) Anna Khomutova

საქართველო - არის სიყვარული!

თბილისის გარდა რეესტრის ოფისი სხვა ქალაქებშიც არის, როგორებიცაა: სიღნაღი, ბათუმი, ყვარელი, ყაზბეგი. ჩვენ მოხარული ვინქნებით რომ თქვენთვის ყველაზე მოხერხებული ოფისი ვიპოვოთ. ვინაიდან საქორწილო პროცედურების ოფიციალური ენა ქართულია, თქვენი თხოვნით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვუზრუნველყოთ ნებისმიერი ენის თარჯიმანი. თუ გაინტერესებთ საქართველოში ოფიციალური ქორწინების ყველა ეტაპი, გირჩევთ წაიკითხოთ ასევე სხვა ჩვენი სტატიები..

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ჩვენი განხილვა, გვინდა გაგიზიაროთ ქართული ანტიკური, ულამაზესი ტრადიცია რომლის მომსწრეც საქართველოში ქორწილის შემდეგ გახდებით. ყველა ახალ დაქორწინებულ წყვილს, რომელიც დაარეგისტრირებს ქორწინებას საქართველოში, გადაეცემა ტრადიციული საჩუქარი – შოთა რუსთაველის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ და შამპანურის ბოთლი. ეს ქართული კლასიკური პოემა ტრადიციულად მამიდან შვილს გადაეცემოდა, როდესაც ის თხოვდებოდა: პოემა უნდა ყოფილიყო მათი პირველი წიგნი, ახალ ოჯახში. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ამობებენ, რომ ოჯახი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდეა საქართველოში.

შევხვდებით სიყვარულის ქვეყანაში!!