FOLLOW US

SEARCH SITE BY TYPING (ESC TO CLOSE)

ერეკლე ტატიშვილის ქ. 1, თბილისი, 0174
+995 595 01 31 66ka
ruen

Skip to Content

საქართველოსა და ქორწილების შესახებ

რატომ არის საქართველო ასეთი მიმზიდველი საქორწილო ცერემონიის გასამართად?

საქართველოში ძალიან მარტივია ქორწინების რეგისტრაციის პროცედურა და შემდგომ თქვენს სამშობლოში მისი ლეგალიზება. გარდა ამისა, საქართველო მდიდარია მისი პეიზაჟური ადგილებით: აქ არის მთები, ზღვა, ვენახები, ციხესიმაგრეები და ეკლესიები, მთის ტბები და ველები, კანიონები და ხეობები – ყველა ეს ულამაზესი ადგილი შესაძლებელია გახდეს თქვენი დღესასწაულის ულამაზეს ლოკაციად. სტუმართმოყვარე საქართველო მისი უნიკალური და გემრიელი კერძებით, საკუთარი ღვინით და ძალიან კომფორტული კლიმატით წელიწადის ნებისმიერ დროს, არის ამ ქვეყნის მთავარი უპირატესობა, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეათავსოთ ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია, საქორწილო ცერემონია, ჯვრისწერა და რომანტიული მოგზაურობა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

რამდენად უსაფრთხოა საქართველო?

2017 წელს ცნობილი პორტალის Numbeo-ს მიმოხილვის შედეგად, საქართველომ დაიკავა მეშვიდე ადგილი, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანამ, მსოფლიოს 125 ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ყოველ წელს თბილისი რეგულარულად შედის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების ათეულში.

შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ სასტუმროს ფასები? ან გვირჩიოთ რომელიმე ადგილობრივი ტუროპერატორი?

დიახ, ჩვენ გვყავს რამოდენიმე პარტნიორი-სასტუმრო, რომლებიც შეგვიძლია ვურჩიოთ კლიენტებს. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები პირადად და ჩვენ მოგაწოდებთ სასტუმროების და მათი ფასების სიას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

შეგიძლიათ თუ არა ჩვენთვის ავიაბილეთების დაჯავშნა?

ამჟამად ჩვენი სააგენტო არ უზრუნველყოფს ასეთ მომსახურებას, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით გირჩევთ ჩვენს პარტნიორებს.

შეგიძლიათ თუ არა ექსკურსიის ორგანიზება და დაგეგმვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში?

ამჟამად ჩვენი სააგენტო არ უზრუნველყოფს ასეთ მომსახურებას, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით გირჩევთ ჩვენს პარტნიორებს.

მე მინდა ვიყიდო საქორწილო კაბა საქართველოში/გავიკეთო მანიკური და მასაჟი. შეგიძლიათ თუ არა ამის ორგანიზება?

ჩვენი კოორდინატორები მოხარულები იქნებიან გირჩიოთ, საქართველოში არსებული ყველაზე საუკეთესო სალონები, მაღაზიები და სპეციალისტები, რაც დაგეხმარებათ იდეალური ლუქის შექმნაში თქვენი საქორწილო დღესასწაულისთვის.

საჭიროა თუ არა მოწმეების დასწრება ოფიციალური საქორწილო ცერემონიის დროს?

ოფიციალური ცერემონიისთვის საჭიროა ორი მოწმე. წყვილს შუძლია მოიყვანოს თავისი მოწმეები, რისთვისაც საჭირო იქნება მათი პასპორტების ასლების თარგმნა. ასევე, ჩვენი პაკეტების შეთავაზებაში, გვაქვს პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმეებს, ოფიციალური ცერემონიის გასამართად.

შესაძლებელია თუ არა ქორწინება ნებისმიერ დღეს?

საქოწილო ცერემონია არ შედგება მხოლოდ ოფიციალური დღესასწაულების დროს. ამ დღეების სია მოცემულია.

აღნიშნული დღეების გარდა, რეგისტრაციის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა კონკრეტული დღის არჩევისას შესაძლებელია რომელიმე ლოკაცია არ იყოს თავისუფალი: მაგალითად, გამარტივებული პროცედურა იუსტიციის საერთო დარბაზში (მხოლოდ ხელმოწერა) შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო დღეებში, ასევე, კვირის გარკვეულ დღეებში, თბილისის სხვადასხვა ქორწინების სახლში.

არის თუ არა მინიმალური და მაქსიმალური ვადები, რის მიხედვითაც უნდა იყოს განხორციელებული ოფიცილური ქორწინების რეგისტრაციის ჯავშანი?

ყველა საჭირო დოკუმენტების არსებობის და სამუშაო დღის შემთხვევაში იუსტიციის სახლში ხელმოწერა შესაძლებელია განცხადების ჩაბარების დღეს. მაგრამ, გარანტიის მიზნით, ჩვენ გირჩევთ მოახდინოთ ცერემონიის ჯავშანი 2 თვით ადრე (ცერემონიის ჯავშანის მაქსიმალური ვადა) ან ცერემონიამდე 2 დღით ადრე.

არის თუა არა რაიმე სახის აკრძალვები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქორწინების რეგისტრაციის დროს?

საქართველოს კანონმდებლობა დაქორწინების მხრივ არ ითვალისწინებს ეროვნული ხასიათის რაიმე შეზღუდვებს. გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება არსებობდეს ისეთი სირთულეები, როგორიცაა ქორწინების შემდგომი ლეგალიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ქორწინება არ არის მიღებული, პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზების გამო.

რომელ ენაზე იმართება ოფიციალური ცერემონია?

ოფიციალური ცერემონია ტარდება ქართულ ენაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რუსული, ინგლისური და სხვა ენების თარჯიმანი.

რამდენი ხანი გრძელდება ოფიციალური ცერემონია?

ოფიციალური ცერემონია გრძელდება 15 წუთი. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მხოლოდ პროფესიონალურ წამყვანებს, რომლებიც წაიყვანენ ცერემონიას თითოეული წყვილის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, მათ მშობლიურ ენაზე.

რომელ ენაზე ხდება მინდობილობის შედგენა და მისი ნოტარიულად დამოწმება?

ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის ფორმა სტანდარტულია და აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ფორმულირებას:

“(წარმომადგენლის სახელი და გვარი) უფლებამოსილია იყოს ჩვენი წარმომადგენელი საქართველოს იუსტიციის სახლში და ჩვენი სახელით შეიტანოს განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. უფლებამოსილია წარადგინოს განცხადება ჩვენი სახელით, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული აღნიშნული დავალების შესრულებასთან”.

ენა შეასაძლებელია იყოს რუსული ან ინგლისური, შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყობთ თარგმნას.

იმ შემთხვევაში თუ წყვილს შორის, რომელიმე მათგანისთვის ეს არ არის პირველი ქორწინება, ამ შემთხეხაში არის თუ არა აუცილებელი განქორწინების მოწმობის წარდგენა?

დიახ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა. გარდა ამისა, განქორწინების ასლი აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით.

იმ შემთხვევაში, თუ წყვილს წინა ქორწინებაში ჰყავს შვილი, საჭიროა თუ არა ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა?

ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ წყვილს ჰყავს საერთო ბავშვი და ის არასრულწლოვანია. მოწმობა აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით.

არის თუ არა საჭირო დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება?

საზღვარგარეთის პასპორტების ასლები (იმ შემთხევაში თუ ხორციელდება დოკუმენტების წინასწარ გადაგზავნა), აუცილებლად უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული, ხოლო აპოსტილით დამწმობას არ საჭიროებს. განქორწინების მოწმობის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლების წარდგენა აუცილებია იყოს აპოსტილის მქონე, 1961 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად.

შესაძლებელია თუ არა რუსულ და ინგილისურ ენოვანი დოკუმენტების ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქორწინების სახლში?

საქართველოში ყველანაირი დოკუმენტის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, სხვა შემთხვევაში ყველა დოკუმენტი, მათ შორის პასპორტები უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დამოწმდეს სანოტარო წესით.

აუცილებელია თუ არა დოკუმენტის ასლების წინასწარი გაგზავნა, თუ შეიძლება ჩამოსვლისას წარვადგინოთ ორგინალები? შესაძლებელი არის თუ არა დოკუმენტის ასლების დასკანერებული ვარიანტების გაგზავნა ელექტრონულად?

თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ დასკანერებული, ნოტარიულად და აპოსტილით დამოწმებული პასპორტების, განქორწინების მოწმობის ან საერთო არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები. ორგანიზაციის სახელზე გაფორმებული მინდობილობა აუცილებლად უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ, კურიერის მეშვეობით.

თქვენ, ასევე პირადად შეგიძლიათ ჩამოიტანოთ და წარადგინოთ საბუთები ცერემონიის დღის 2 სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში საბუთების დამოწმებული ასლების, მათ შორის მინდობილობის წინასწარი გამოგზვნა არ იქნება საჭირო.

შეგვიძლია თუ არა დამოუკიდებლად ვთარგმნოთ და დავამოწმოთ საბუთები, თუ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი მეშვეობით?

საბუთების ასლების თარგმანი შესრულებული უნდა იყოს დიპლომირებული თარჯიმნის მიერ და დამოწმებული საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთან. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოქმედებები მიზანშეწონილია განხორციელდეს ჩვენი მეშვეობით.

ორიგინალი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში (მაგალითად, განქორწინების მოწმობა), შემდგომ ინახება არქივში, თუ გიბრუნდებათ თქვენ უკან?

ორიგინალი დოკუმენტები გიბრუნდებათ თქვენ.

რა მეთოდით ხორციელდება მომსახურების გადახდა?

ჩვენ ვადგენთ კონტრაქტს, შემდეგ თქვენი არჩეული პაკეტის შესაბამისად გამოვწერთ ინვოისს, ხოლო გადახდა ხორციელდება საბანკო გადარიცხვის მეშვეობით კომპანია Ori wedding-ის საბანკო ანგარიშზე.

რა ვალუტაშია შესაძლებელი გადახდის განხორციელება?

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მომსახურების საფასური ქართული ლარის, აშშ დოლარის ან ევროს ვალუტაში.

როდის ხორციელდება მომსახურების გადახდა?

ჩვენი მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება კონტრაქტის დადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ ეს ოფიციალური რეგისტრაციაა, მაშინ თანხის 100% იქნება შემოსატანი; თუ სიმბოლური ხასიათის ცერემონიაა 50% – 5 დღის ვადაში, დანარჩენი 50% ცერემონიის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

სტატიები საქართველოში გამართულ ქორწილებზე

Back To TopBack To Top