საბუთების შეგროვება და გამზადება

გადაწყვიტეთ ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირება საქართველოში? ამაზე მარტივი არაფერია! ბოლო წლების განმავლობაში საქართველო შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, რომელშიც არ გჭირდებათ აუარებელი დოკუმენტები და საბუთები სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ახლა კი ჩვენ მოგიყვებით რამდენად ადვილია გახდეთ ცოლ-ქმარი საქართველოში, და დრო იმისთვისაც დაგრჩეთ რომ საქართველოს დედაქალაქის ღირშესანიშნაობები მოინახულოთ. ასე რომ, დავიწყო!

ქორწინების რეგისტრაციისთვის, პირველ რიგში უნდა დათქვათ თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი, ასევე მიიღოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:

  • საქმროსა და საცოლის პასპორტების მკაფიო დასკანერებული ვერსია (საქართველოს ნოტარიუსი ფოტო ვერსიას აღარ იღებს)

  • ორი მოწმის (მეჯვარის) პასპორტების მკაფიო დასკანერებული ვერსია (თუ მარტო ჩამოდიხართ, არც ეს არის პრობლემა, მოწმეებს ჩვენ დაგახვედრებთ)~

  • განქორწინების საბუთის ასლის მკაფიო დასკანერებული ვერსია, რომელიც თქვენს ქვეყანაში აპოსტილის ბეჭდით და ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული (ეს საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქამდე დაქორწინებული იყავით

  • საერთო არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლის დასკანერებული ვერსია რომელიც თქვენ ქვეყანაში აპოსტილის ბეჭდით და ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული (ეს საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი).

(с) W-art

როდესაც ჩვენ მივიღებთ და გადავამოწმებთ ყველა საჭირო საბუთს გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ყველა ზემოთხსენებული საბუთი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უნდა იყოს გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ამიტომაც, როდესაც თქვენ ჩამოხვალთ საქართვლოში, ყველა საბუთი უკვე მზად იქნება და თქვენი სასურველი დრო და თარიღი უკვე დაჯავშნილი იქნება თქვენი ქორწილის ორგანიზატორის მიერ.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში სადაც ქორწინების დასარეგისტრირებლად არ გჭირდებათ დოკუმენტების დიდი დასტა და ცნობები სხვადასხვა დაწესებულებებიდან.


(c) W-art

სად დავრეგისტრირდეთ?

საქართველოში ქორწინების რეგისტრირების სამი გზა არსებობს: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ოპერატიული, ხალისიანი და რომანტიული იქნება თქვენი ცერემონია. იუსტიციის სახლში რეგისტრაცია ასე გამოიყურება: დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეთ დილით, დადგეთ რიგში, შეავსოთ განცხადება ოპერატორთან, დაელოდოთ ორიდან 4 საათამდე რომ მიიღოთ შეტყობინება თქვენი ორგანიზატორისგან რომ თქვენი განცხადება შემოწმდა დაადასტუროთ განცხადება და თქვენ გეძლევათ დაარეგისტრიროთ თქვენი ქორწინება. ამ დროს ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სტუმრები ქალაქის ცენტრში მიგვყავს გასასეირნებლად. შემდეგ თქვენ ისევ უნდა დადგეთ და საბოლოოდ დაარეგისტრიროთ თქვენი ქორწინება.

ასეთი ცერემონია ერთ დღეს იკავებს, თუმცა მასში ისეთი რომანტიკა არ არის, როგორც, მაგალითად ცერემონიაში რომელსაც საქორწინო დარბაზში გადაიხდით, სადაც 40 წუთით ადრე მიხვალთ, ასეთ ცერემონიას სულ სხვა ხიბლი აქვს. საბუთების შევსება, გადამოწმება და ქორწინების მოწმობა 30-40 წუთს იკავებს, შემდეგ მიგიპატიჟებენ საქორწინო დარბაზში სადაც რეგისტრატორი წაგიკითხავთ გულის ამაჩუყებენ გამოსვლას რომანტიული მელოდიის თანხლებით, თქვენ მოაწერთ ხელს ქორწინების მოწმობას, გაცვლით ბეჭდებს და ერთმანეთს მიუჭახუნებთ ცივი შამპანურით სავსე ჭიქებს. საზეიმო, გულის ამაჩუყებელი და რა რაც მთავარია – მარტივი, სრული პროცედურა 50-60 წუთში სრულდება და თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ.

რაც შეეხება ყველაზე გულის ამაჩუყებელ ცერემონიას (რომელსაც „გარე ქორწილი“ ჰქვია) თქვენ უნდა აირჩიოთ დრო და თარიღი (დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე), დაარჩენს კი ჩვენ დავჯავშნით. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ განცხადება (აპოსტილით და ნოტარიული მინდობილობით დადასტურებული) ქორწინების რეგისტრირებამდე 2 კვირით ადრე (ზემოთხსენებულ საბუთებთან ერთად). ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი მოდი, კითხულობს ცერემონიულ გამოსვლას, არეგისტრირებს ქორწინებას და გადმოგცემთ ქორწინების მოწმობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში: ვერანდაზე ძველი თბილისის ხედით, კახეთში, ყვარლის ტბის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ ვენახში ან ყაზბეგში მთის წვერზე.

(c) Anastasia Sholkova

საბოლოო ეტაპი

როგორც კი თქვენი ქორწინება იქნება რეგისტრირებული, ჩვენ დავიწყებთ მესამე (საბოლოო) ეტაპს – თქვენი ქვეყნის ან ქვეყნებისთვის ქორწინების დაკანონებას (შეგიძლიათ ქორწინების დაკანონება სასურველი რაოდენობის ქვეყნებისთვის). ქორწინების დაკანონების ორი ტიპი არსებობს: აპოსტილი (მოქმედებს 136 ქვეყანაში) საკონსულო რეგისტრაცია (მოქმედებს ყველა სხვა ქვეყანაში). თუ თქვენს ქვეყანას ხელმოწერილი აქვს აპოსტილის კონვენცია ამ შემთხვევაში პროცედურა გაგრძელდება 1-დან 8 სამუშაო დღემდე (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ, რამდენად სწრაფად გჭირდებათ საბუთები, პროცედურის დაჩქარება მაღალ ტარიფებთან არის დაკავშირებული). თუ თქვენს ქვეყანას არ აქვს ხელი მოწერილი აპოსტილის კონვენციაზე, ამ შემთხვევაში საჭიროებს საკონსულო რეგისტრაციას, საკონსულო რეგისტრაცია ორი ეტაპისგან შედგება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია და იმ ქვეყნის კონსულის ბეჭედი, რომლისთვისაც ხდება ქორწინების დაკანონება. ასეთი პროცედურა 10 სამუშაო დღიდან 1 კალენდარული თვის ჩათვლით გრძელდება (ეს დამოკიდებულია სასურველი ქვეყნის საკონსულოს ადგილმდებარეობაზე და ლეგალიზების რიგის სიდიდეზე).

გაითვალისწინეთ რომ, დაკანონების პარალელურად, იუსტიციის სახლი აწარმოებს თქვენი საბუთების თარგმნას სასურველ ენაზე (ჩვენ ჩვენს წყვილებს ვურჩევთ ინგლისურ ენას, ვინაიდან ინგლისური საერთაშორისო ენაა).

ქორწინების მოწმობის დაკანონებისათვის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ჩვენ ჩვენს კლიენტებს ყველა საბუთს ვუგზავნით სწრაფი ფოსტის საშუალებით ანდ პირდადა გადავცემთ ტუ ისინი კვლავ საქართველოში იმყოფებიან.

(c) Анастасия Шолкова
(c) Анастасия Шолкова

თქვენ კვლავ საუკეთესო ქვეყნის ძიებაში ხართ თქვენი ქორწინებისთვის? საქართველო საუკეთესო არჩევანია!