რაბათის ციხე არის კულტურულ-ისტორიული ცენტრი ქ.ახალციხეში. ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია პარკი, სასტუმრო, მუზეუმი, მეჩეთი, სინაგოგა და ასევე ქორწინების სახლი. ციხე-სიმაგრის კედლებიდან იშლება სულისშემძვრელი ხედი შიდა ეზოებისა და თავად ქალაქზე. აქ გამართული ქორწილი გადაიქცევა მოგზაურობად შუა საუკუნეების ეპოქაში, რადგან აქ სუფევს ნამდვილი რაინდული ლეგენდების ატმოსფერო.