FOLLOW US

SEARCH SITE BY TYPING (ESC TO CLOSE)

7a Shalva Radiani, Tbilisi, Georgia
+995 595 01 31 66ka
ruen

Skip to Content

Blog Archives

ჯვრის მონასტერი

ჯვრის ტაძარი ითვლება ქართული მართლმადიდებლობის სიმბოლოდ. ის მდებარეობს მაღალი მთის ნაპირზე და დომინირებს მთელ მიმდებარე ლანდშაფტზე. ითვლება, რომ ამ ადგილას წმინდა ნინომ, ვინც საფუძველი დაუდო უძველესი ხანის საქართველოს გაქრისტიანებას, აღმართა პირველი ხის ჯვარი წარმართული ტაძრის ადგილას. დღეს თქვენ გეძლევათ საშუალება ჩაატაროთ საქორწილო ცერემონია ამ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ ადგილას.

READ MORE

სიონის ეკლესია

სიონის ტაძარი – არის პატარა, მოკრძალებული და სულიერი ტაძარი. მისი მკაცრი ფასადები მორთულია რელიეფებით და წმინდანების გამოსახულებებით.

READ MORE

სიონის ეკლესია ხევში

ხევში, ყაზბეგის რაიონში მთაზე მდებარეობს სიონის ტაძარი. იგი აშენებულია მე -6 საუკუნეში და შენარჩუნებული აქვს ბაზილიკის უძველესი ფორმა. კლდის მახლობლად დგას საგუშაგო კოშკი, რომელიც გვახსენებს ამ ადგილის მდიდარ ისტორიას. ეს არის თერგის მთელი ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. თუ თქვენ დაიწერთ ჯვარს ამ ადგილას, ჩათვალეთ თქვენ დატოვეთ კვალი საქართველოს ისტორიაში.

READ MORE

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარს უწოდებენ ახალი საქართველოს სიმბოლოს. საკათედრო ტაძარი, რომელიც გამოირჩევა მისი სილამაზეთი და სიდიდით აღმართულია წმინდა ილიას გორაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სამება ყველაზე დიდი ტაძარია საქართველოში.

READ MORE

გერგეთის სამების ეკლესია

გერგეთის სამების ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 2170 მეტრის სიმაღლეზე და საქართველოში ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარია. იგი იყო მოხსენიებული პუშკინის, ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის მიერ და დიდი გავლენა იქონია ბევრ ქართველ ბუმბერაზ პოეტებსა და მწერლებზე. ეკლესია მე -14 საუკუნეში აშენდა და წარმოადგენს ისტორიისა და არქიტექტურის უნიკალურ ძეგლს. ეს არის განსაკუთრებული ატმოსფეროს მქონე ადგილი. ჯვრისწერა ამ ადგილას არ არის მხოლოდ ფორმალობა, არამედ უდიდესი სულიერი გამოცდილებაა, რომელიც გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება.

READ MORE

მიქაელ ტვერელის ეკლესია

მიქაელ ტვერელის ეკლესია – არის ეკლესია რუსული ეკლესიის არქიტექტურულ სტილში, გამოირჩევა თავისი სილამაზით და სიდიდით. ტაძარი მდებაერობს მთაწმინდის მთაზე.

READ MORE

ქაშვეთის ეკლესია

თბილისის ტაძრები – ეს არა მხოლოდ წმინდა ადგილებია საოცარი ატმოსფეროთი, უმრავლესი მათგანი გვაოცებს მისი საოცარი არქიტექტურითა და ფრესკით. ამის ნათელი მაგალითია ქაშვეთის ეკლესია – განსაკუთრებული სილამაზის და სიდიადის მქონე ადგილი.

READ MORE

ამაღლების ეკლესია გუდაურში

გუდაურის სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ ფერდობზე მდებარეობს ამაღლების ეკლესია. მას ირგვლივ აკრავს კავკასიის მთები. ჯვრისწერის მერე თქვენ მოხვდებით ულამაზეს პეზაჟის მქონე ადგილას, სადაც გექნებათ საშუალება განმარტოვდეთ და დატკბეთ ამ დღის ბედნირი მომენტით!

READ MORE

არქანგელ გაბრიელის მონასტერი სტეფანწმინდაში

ყაზბეგის ადმინისტრაციულ ცენტრში – სოფელ სტეფანწმინდაში, ხეებს შორის მდებარეობს მყუდრო არქანგელ გაბრიელის მონასტერი. აქ ამ ულამაზესი მთის პეიზაჟის გარემოცვაში თქვენ შეგიძლიათ დაიწეროთ ჯვარი.

READ MORE

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი

ალექსანდრე ნეველის სახელობის პატარა რუსული ეკლესია აშენდა მორწმუნეების შემოწირულობების მეშვეობით 1864 წელს. ის მდებარეობს მეტრო მარჯანიშვილთან. ეკლესია გაფორმებულია ულამაზესი ფერწერით და შიგნით სუფევს სასიამოვნო, მშვიდი ატმოსფერო.

READ MORE