FOLLOW US

SEARCH SITE BY TYPING (ESC TO CLOSE)

ერეკლე ტატიშვილის ქ. 1, თბილისი, 0174
+995 595 01 31 66ka
ruen

Skip to Content

ჩვენს შესახებ

Საერთაშორისო საქორწილო სააგენტო Ori — არის პროფესიონალების გუნდი, ვინც სიყვარულით და პასუხისმგებლობით უდგება თავის საქმეს. Ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა პროექტის მიმართ და სულ ვპოულობთ ოპტიმალურ ვარიანტებს მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში. Ori –ის პორტფოლიოში უკვე 700-ზე მეტი განხორციელებული ქორწილია წყვილებისთვის მთელი მსოფლიოდან. ჩვენი მისიაასაქორწილო სამზადისის დაძაბული პროცესი ყველა წყვილისთვის ვაქციოთ მარტივ და სასიამოვნო საქმედ.

გეგმავთ ქორწილს საქართველოში?

ჩვენ ვართ ქორწილების გასვლითი ცერემონიის გამოცდილი ორგანიზატორები. ჩვენი მოვალეობაა, თქვენს მაგივრად პროფესიონალურად დავგეგმოთ დღესასწაულის თითო დეტალი, ზუსტად თქვენი წარმოდგენების შესაბამისად.

ჩვენი პორტფოლიო

იხილწთ ჩვენს მიერ შესრულებული რამოდენიმე ცერემონიის პორტფოლიო, რათა შეგექმნათ მეტი წარმოდგენა ჩვენს შესახებ.

დიმიტრი ოსტაშენკო

დიმიტრი ოსტაშენკო

დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების დირექტორი

დიმიტრი ოსტაშენკო

როგორც «მანდარინი ვედდინგის» დამფუძნებელი და მხედველობაში იმის მიღებით, რომ ბაზარს მოთხოვნილება აქვს მზა საქორწილო გადაწყვეტილებზე მე გადავწყვიტე ახალი პროექტის დაწყება — ქორწილების სააგენტო Ori.
2015 წლიდან, უკვე 8 წლის განმავლობაში ვმუშაობ ქორწილების ბაზარზე და ძალიან ბედნიერი ვარ ვიყო ამ სფეროში

ანა გენიევსკაია

ანა გენიევსკაია

საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი

ანა გენიევსკაია

მე ყოველთვის ვოცნებობდი სამსახურზე, რომელშიც იქნება ბევრი ცოცხალი კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანთან და არ იქნება რუტინა. ასე მივედი ქორწილების ორგანიზებაში. მომწონს, რომ ამ სფეროში ყველაფერი მოძრაობაშია: ბევრი ახალი სახე, საინტერესო ისტორიები და ვარიანტები შემოქმედებისა და თვითგანვითარებისთვის. აქ არ არის ერთფეროვნება. აქ მხოლოდ ცოცხალი ადამიანები და ცოცხალი ისტორიები.

ირინა თათევოსოვა

ირინა თათევოსოვა

უფროსი საქორწილო ორგანიზატორი

ირინა თათევოსოვა

ბავშვობიდან ძალიან მინდოდა სილამაზის შექმნა და ადამიანების დახმარება მათთვის საჭირო საქმეში, და ქორწილი ჭეშმარიტად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. Ori-ის გუნდში ვიპოვე ჩემი თავი, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი — გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ქორწილის დღეს წყვილი ნამდვილად კმაყოფილი და ბედნიერი იყოს ჩვენი მუშაობის შედეგით.

მარიამ კუჭავა

მარიამ კუჭავა

საქორწილო ორგანიზატორი

მარიამ კუჭავა

«Ori-ში» მუშაობის დაწყების დროს, გამიკვირდა გუნდის უზარმაზარი მხარდაჭერა და შევამჩნიე, რომ უფრო მეტად ვიღიმები, რადგან მუშაობა ასეთ გარემოში მაბედნიერებს. ჩვენს საქმეში არც ერთი დეტალის გაშვება არ შეიძლება, უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მთლიანად ჩავეფლოთ პროცესში, ამას მოაქვს დიდი სიამოვნება, ჩემი სამუშაო მრავალფეროვანია, ვათვალიერებ ულამაზეს ადგილებს და ვხვდები სხვადასხვა ადამიანებს. Ეს ის სამსახურია რომელზეც მუდამ ვოცნებობდი.

პოლინა გოროხოვა

პოლინა გოროხოვა

საქორწილო ორგანიზატორი

პოლინა გოროხოვა

საქორწილო ორგანიზატორის ასისტენტი ერთხელ ყველაფერი გადაიკვეთა: ჩემი სიყვარული საქართველოსადმი, საქორწილო ინდუსტრიაში მუშაობის სურვილი და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა. სამუშაო და ჩემი საყვარელი ქვეყანა ყოველდღე მავსებს. თავიდან ჩემთვის უჩვეულო იყო, რომ შენზე აბსოლუტურად ყველა ზრუნავს, მაგრამ ჩვენს გუნდში ნამდვილად ასეა. მე კი მიჭირს ჩემს სამუშაო Ori-ში სამსახურად დავარქვო, რადგან მე მსიამოვნებს ყოველი წამით და ვგრძნობ, რომ აქ ვიპოვე ჩემი თავი.

ლანა ადამიანი

ლანა ადამიანი

საქორწილო ორგანიზატორის ასისტენტი

ლანა ადამიანი

როდესაც პირველად ვნახე Ori-ის ვაკანსია, ვიგრძენი, რომ ეს არის ჩემი ადგილი ხოლო ჩემი ინტუიცია ახალ მცდელობებში, როგორც წესი, არ მადარდებს. ახლა მე ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, იმ სფეროში, სადაც შემიძლია გავიზარდო და ხალხს სიხარული მივცე. Ori-ის კორპორატიული კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეგები ყოველთვის მთელი გულით მიპასუხებენ ჩემ კითხვებზე და ეს ქმნის შეგრძნობას, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი სიტუაციები, როცა ერთად ვართ.

ვალერია კუზნეცოვა

ვალერია კუზნეცოვა

საქორწილო ორგანიზატორის ასისტენტი

ვალერია კუზნეცოვა

ჩემს საქმიანობაში შემიძლია გამოვიყენო ჩვევები სხვადასხვა სფეროდან. მრავალდავალება, პასუხისმგებლობა, მჭიდრო კომუნიკაცია წყვილებთან და მათ სტუმრებთან — ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და მოტივაციას, რომ ყოველ ჯერზე მეტი და უკეთესი გავაკეთო. მე მსიამოვნებს დახმარება, წყვილის ყურება და მთელ პროცესში მონაწილეობა. მე ვერ წარმომიდგენია სხვა სფერო, სადაც ჩემი ინტერესები გაერთიანდება. სხვათა შორის, ახალდაქორწინებულთაგან მადლობის სიტყვების მიღება და მათი ბედნიერების ნახვა ყველაზე გულუხვი ბონუსია!

ნიკა ვანკინა

ნიკა ვანკინა

კლიენტთა მომსახურების განყოფილების ხემძღვანელი

ნიკა ვანკინა

მე ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა რამე განსაკუთრებული ხალხისთვის. ხოლო ქორწილის დღე — ეს ცხოვრების ერთ-ერთი ჯადოსნური და დამამახსოვრებელუ დღეა! ჩემი მთავარი დავალებაა — მოვუყვე და გავაცნო სმყაროს საქართველო, რომელიც გაყვარებს თავს მისი ნახვის პირველივე დღიდან. მისი სტუმართმოყვარეობა, ენით აუღწერელი ბუნების სილამაზე და რა თქმა უნდა სამზარეულო. მე ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ მხოლოდ აქ, საქართველოში შევძელი მეპოვა მუზა და სულიერი სიმაღლე.

ირმა შარაჩიანი

ირმა შარაჩიანი

კლიენტთა მომსახურების უფროსი მენეჯერი

ირმა შარაჩიანი

მე ყოველთვის ვიღებ დიდ სიამოვნებას ხალხთან ურთიერთობისას. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო რა სურს ადამიანს და საჭირო ფორმატში გადავცე.ჩემი მთავარი პრონციპია დავუსვა ადამიანს სწორი კითხვები სწორად შერჩეულ დროს, რადგან ზუსტად ეს ეხმარება ჩვენ მომავალ წყვილებს ბედნიერების მიგწევაში.

გალინა რაზმაძე

გალინა რაზმაძე

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

გალინა რაზმაძე

Ori-ში ტურიზმიდან ჩამოვედი და საქორწილო ინდუსტრია ჩემთვის ლოგიკური გაგრძელებაა. მე ძალიან დაინტერესებული ვარ საქართველოს გეოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის შესწავლით საქორწინო ცერემონიისთვის იდეალური ადგილის მოსაძებნად. ენერგიით ვმუშაობ ჩვენს საოცარ წყვილებთან და ვხედავ, როგორ ველოდები შემდეგ ზარს და მათი ოცნებების რეალიზებას. საინტერესოა, რომ სამყაროს მინი მოდელი ყალიბდება Ori-ის შიგნით, რადგან აქ ჩვენ ვხვდებით სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანებს.

ვერონიკა კოზმა

ვერონიკა კოზმა

კლიენტთა მომსახურების უმცროსი მენეჯერი

ვერონიკა კოზმა

მჯერა, რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ, ამიტომ ვიგრძენი, რომ საქართველოში მივდიოდი რაღაც წარმოუდგენელთან შესახვედრად, რომელიც გადაიქცეოდა არა მხოლოდ ახალ თავში, არამედ ჩემი ცხოვრების ახალ წიგნად. Ori-ს წყალობით, ვაღწევ ჩემი გზის განვითარების ახალ დონეს, რისთვისაც უსასრულოდ მადლობელი ვარ გუნდის. Ori–ში მუშაობა მაძლევს შესაძლებლობას ვუთხრა საკუთარ თავს და სხვებს სუფთა სულით და სინდისით, რომ მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

პოლინა კოშელევა

პოლინა კოშელევა

კონტენტ–მენეჯერი

პოლინა კოშელევა

მე კონტენტთან ვმუშაობ და ჩემს თანამდებობაზე ხშირად ვხედავ უკვე მზა შედეგს. მე სიამოვნებით ვაცნობიერებ თითოეული პროექტის ღირებულებას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, რომლის უკან დგას მრავალი ადამიანის შრომა, შთაგონება, არჩევანის ტანჯვა, ბედისწერის შემთხვევითობა და თითოეული წყვილის უნიკალური ისტორია. მიყვარს, რომ ყველა პროექტს აქვს პოეზია, ესთეტიკა, მოგზაურობა და ემოციები და ეს ორგანულად არის შერწყმული საქართველოს სულთან, შემოქმედებით და შთაგონებით სავსე.

ჩვენი პარტნიორები

Rooms hotel chain
Wedding cinema studio
Facelook by Yana Bendeliani
Chateau Mere
Wedding book
Kvareli Eden
Back To TopBack To Top