საქართველოს მზიანი დედაქალაქიდან მხოლოდ რამდენიმე საათის სავალში იმყოფება ღვინის შეუდარებელი რეგიონი, კახეთი. კახეთი სკუთარი ვენახებით, სასურათედ შესანიშნავი ბუნებით, კომფორტული კლიმატით და სუფთა ჰაერით გამოირჩევა. კახეთი საქართველოს ტურისტულ და სტუმართმოყვარე გულად არის მიჩნეული. ის აგრეთვე საქორწილო ცერემონიებისთვის ფავორიტი ადგილია. რა ხდის კახეთს ასეთ დიდებულს? რომელი ძირითადი საქორწილო მოედნებია აქ? ჩვენ მოვამზადეთ ორ ნაწილიანი დეტალური სტატია სადაც მოგიყვებით ყველაფერს ღვინის ამ ზღაპრული სამშობლოს შესახებ. პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო საქორწილო ადგილებს მთიან ტბებთან ახლოს, ერთ სამოთხისებრ ადგილს პირადული ქორწილისათვის და ერთ სასტუმროს არაორდინალური დიზაინით მათთვის ვინც რაღაც განსაკუთრებულის ძიებაშია.

რატომ კახეთი?

ყველას, ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ნამყოფია, გაუგია საქათველოს აღმოსავლეთი ნაწილის შესახებ სადაც მდებარეობს ალაზნის ველი. გამომდინარე ასეთი ადგილმდებარეობიდან კახეთი ყოველთვის გვასაჩუქრებს საშუალო და თბილი კლიმატით, რომელიც მოსავალს და ღვინის მოსავალს უწყობს ხელს, აგრეთვე ახალისებს კახეთის მთელ ხასიათს. აქ ცხოვრება, სუნთქვა და რელაქსაციის ყველაზე სასიამოვნოა.

ერთობ ნაყოფიერი მიწები და სიახლოვე დედაქალაქთან კახეთს ტურისტებისთვის ყველაზე მოთხოვნად ადგილმდებარეობას ხდის. აქ არის საქართველოს მასშტაბით ყველაზე განვითარებული სასტუმროების ინფრასტრუქტურა, რომელიც არაერთ კურორტულ სასტუმროს მოიცავს დაწესებულებების მრავალფეროვნებით. კომპლექსების უმეტესობა აერთიანებს მაღალი სტანდარტების რესტორნებს, სპა ცენტრებს, საცურაო აუზებსა და უზარმაზარ ტერიტორიებს ულამაზესი პეიზაჟებით: ტბები, ტყეები და მინდვრები. ამ რეგიონის არჩევის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ სტუმრების გასართობი პროგრამების დიდი არჩევანი, თქვენ შეგიძლია: მოინახულოთ ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობები, იჯირითოთ ცხენებით, მიიღოთ მონაწილეობა რთველში, (თუ თქვენი ქორწილი სექტემბერი-ოქტომბერშია დაგეგმილი) ასევე დაესწროთ კულინარიულ მასტერკლასებს. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ არავინ მოიწყენს!

(c) Anastasia Sholkova

ქორწილი მთის ტბის პირას

კავკასიის ქედების და ალაზნის ველის საზღვრების რელიეფი და მაღალი მწვერვალებიდან ჩამომდნარი თოვლი კახეთში საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ულამაზეს მთიან ტბებს. უბრალოდ წამოიდგინეთ რომ ფირუზისფერი წყლის ნაპირზე დგახართ ხელჩაკიდებული და მის ანარეკლში იყურებით. ზაფხულში აქ შეუდარებელი სიმწვანით ხართ გარშემორტყმული, ხოლო შემოდგომას კი ეს სიმწვანე ნათელი წითელი და ნარინჯისფერი ფერთა გამით ჩანაცვლდება. ეს ნამდვილად არის საოცნებო ადგილი ქორწილისთვის. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ადგილებს ტბის ნაპირზე რომელიც საქორწილო ცერემონიისთვის საუკეთესოა.

ყვარლის ტბის კურორტი ერთერთი ულამაზესია ადგილია საქართველოსა და კონკრეტულად კახეთში. ის ყვარლის ულამაზეს ტყესა და მთებშია ჩაფლული. მრავალ-ფენოვანი მთები ყვარლის ტბაში აირეკლება, თქვენ საქართველოში ველაზე სუფთა ჰაერს სუნთქავთ და შეიგრძნობთ ნამდვილ ბედნიერებას. მაქსიმალური ჰარმონია აქ გარანტირებულია. ყვარლის ტბის კურორტი აგრეთვე გთავაზობთ თქვენი სტუმრებისთვის აქტივობების მრავალფეროვნებას: სპა და ჯანმრთელობის ცენტრი, საცურაო აუზი ღია ცის ქვეშ და ფიტნეს ცენტრი. გარშემო სივრცე სავსეა პოპულარული აქტივობებით როგორიცაა ლაშქრობა და თევზაობა. გარდა ამისა სასტუმროში უფასო ველოსიპედებია ხელმისაწვდომი. ამიტომაც ყვარლის ტბის კურორტი დიდი ქორწილებისთვის სრულიად შესაბამისია.

კახეთი ჩვენ გვახარებს თბილი, რბილი კლიმატით და სუფთა ჰაერით: აქ სუნთქვა, ცხოვრება და დასვენება სასიამოვნოა!


(с) Anastasia Sholkova

ლოპოტას ტბის კურორტი და სპა არანაკლებ მიმზიდველი და მრავალ ფუნქციურია. თუ წყნარ ატმოსფეროს და ბუნებასთან სრულ ერთობას ეძებთ ლოპოტას ტბის კურორტი და სპა თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ლოპოტა გთავაზობთ არჩევანს ჩაატაროთ ცერემონია დიდ და პატარა ნავსადგომთან ჩაატაროთ, ორივე ტბის და ტყით დაფარული გორების შეუდარებელი ხედებით. აქ აგრეთვე შეგიძლიათ აქტივობების ფართო არჩევანით ისარგებლოთ, სპა და ჯამრთელობის ცენტრი, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მარანი, თავლა, რესტორნების და ბარების დიდი არჩევანი, ასევე ბავშვების კლუბი. გარშემო არე საუკეთესოა სეირნობისა და ლამაზი ფოტოების გადასაღებად. ამიტომაც ლოპოტა შესანიშნავია დიდი წვეულების გადასახდელად ბევრი სტუმრებისთვის.

(c) Anastasia Sholkova

როიალ ბატონი კიდევ ერთი პოპულარული ტბის პირა ადგილია, შესანიშნავი მაგიური ციხესიმაგრე ტყის გულში. სასტუმრო ღია აუზით მდებარეობს ილიას ტბასთან, ყვარლის მთებსა და დურუჯის მდინარეს შორის. თქვენ აქაც გექნებათ ორი საქორწილო მოდენიდან არჩევის საშუალება: ამფითეატრი ილიას ტბის სანაპიროზე ან სასტუმროს ტერასა. როიალ ბატონის სტუმრებს აქვთ საშუალება ესტუმრონ ანტიკურ ისტორიულ ლოკაციებს, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ითამაშონ ჩოგბურთი, ვალიბოლი, კალათბურთი და ფეხბურთი, მონაწილეობა მიიღონ ქართულ კულინარიულ აქტივობებში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ამიტომაც ამ სასტუმროში გადახდილი ქორწილის თქვენი ცხოვრებისეული მოგზაურობის ზღაპრული ნაწილი გახდება.

მყუდრო ქორწილი ყვარლის ედემში

სასტუმროების კომპლექსი ყვარლის ედემი ნამდვილად სამოთხეა მათთვის ვინ პირად სივრცეს აფასებს. კომპლექსი გარშემორტყმულია მისტიური ტყეებითა და უსასრულო მთებით რომლებიც ჰორიზონტზეა გადაჭიმული. სუფთა ჰაერი, მდიდარი ფერები და სრული სიმშვიდე – დიდ ქალაქებს მოშორებული ყვარლის ედემი ზღაპრული სასახლეა რომელიც ბუნების სიბრძნეს დარაჯობს. ყვარლის ედენი გთავაზობთ არჩევანთა მრავალფეროვნებას საქორწილო ცერემონიისა და ვახშმისთვის, როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ სივრცეში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოაწყოთ ფოტო სესია ხილის ბაღებსა და ვენახებში. სასტუმრო კომპლექს აქვს ბილიარდი ოთახი, ჩოგბურთის მოედანი, ღვინის სპა და ღია აუზი. აქ თქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვნება. საბოლოოდ, ყვარლის ედემი საუკეთესო არჩევანია როგორც პრივატული, მყუდრო ცერემონიისთვის ასევე გრანდიოზული ცერემონიისთვის, მეგობრებთან ერთად.

მთიანები ტბა – ეს ნამდვილად ზღაპრული ადგილია ქორწინებისთვის!


(с) W-Art
(с) Igor Novikov

Chateau Mere

პირველი ნაწილის მიმოხილვა გვსურს Chateau Mere-თი  დავასრულოთ, რომელიც ანტიკურ ციხესიმაგრეშია განთავსებული და ღია საცურაო აუზსა და ბაღს გთავაზობთ. Chateau Mere-ს ეზო და ნომრები გამოირჩევა მისი დიზაინით: სასტუმროს ყველა კუთხეს მისი პატარა თვალწარმტაცი დეტალი ამშვენებს, ანტიკური ნივთები და ხელნაკეთი ინტერიერის აქსესუარები, სუვენირები და სხვადასხვა განსაკუთრებული ნივთები. დიზაინის ეს რთული და ულამაზესი გეგმა თავად სასტუმროს მფლობელის მიერ შემუშავებულია, ამიტომაც არის Chateau Mere მზრუნველობით და ყურადღებით სავსე. Chateau Mere ასევე საუკეთესო ადგილია, ვაიიდან ის ისტორიული ლოკაციებიდან რამდენიმე წუთის სავალშია: შუამთის მონასტერი, ალავერდის კათედრალი, ერეკლე მეორეს სასახლე, ილია ჭავჭავაძის სახლს-მუზეუმი წინანდალში და ბევრი სხვა.

 

კახეთი მხოლოდ ზემოთ განხილული ადგილებით არ შემოიფარგლება, ვინაიდან კახეთი ყველაზე პოპულარულია მისი ღვინისა და ვენახების გამო. მეორე ნაწილში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ვენახებსა და მყუდრო შატოებზე. თუმცა ჩვენ ავარჩიეთ ყველაზე პოპულარული, ლამაზი და მრავალ ფუნქციური მოედნები, ეს ნამდვილად არ არის კახეთში საქორწილო ადგილების სრული სია. ამიტომაც არის რომ ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ შევისწავლოთ თქვენი სურვილები და დაგეხმაროთ ყველაზე კომფორტული და შესაბამისი ადგილის პოვნაში.