ეძებთ ლოკაციას ქორწილისთვის, ხართ არჩევანის წინაშე მოხდეს ეს ზღვაზე თუ მთაში? აღარ მოგიწევთ ძებნა, ჩვენ მოგიძებნეთ უნივერსალური ვარიანტი 🙂. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ქორწილზე ბათუმში: განვიხილავთ ამ მიმართულების დადებით და უარყოფით მხარეებს, მიმოვიხილავთ ხელმისაწვდომ ადგილმდებარეობას და მოგიყვბით რით შეიძლება გაგაოცოთ შავი ზღვის სანაპირომ.

უფრო ხშირად ჩვენ მოგვმართავენ წყვილები,რომლბიც მზად არიან გასცდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პოპულარულ პაკეტებს (ყველა მიმართულება). საბედნიეროდ,საუბარია საქართველოზე ქვეყანაზე ,რომელიც ადვილად მოხიბლავს ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც კი. ჩვენ მოხარულნი ვართ თქვენი თამამი ოცნებებით და ყოველწლიურად ვეძებთ უფრო და უფრო მეტ ახალ ლოკაციასა და მარშრუტს თქვენი ორიგინალური ჩანაფიქრებისთვის. ასეთ ერთ-ერთ მიმართულებად იქცა ბათუმი თბილი ზღვისა და განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების შერწყმად, რომელიც გვაოცებს, უარყოფით გრძნობას იწვევს ჩვენში ან უსაზღვროდ გვაყვარებს, მაგრამ არ გვტოვებს გულგრილს. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას,რატომ ღირს აირჩიოთ ბათუმი ქორწილების გასამართად.

ზღვა და სილამაზე

პირველ რიგში რა თქმა უნდა ზღვა.ბათუმის მრავალკილომეტრიანი სანაპირო – ეს არა არის მხოლოდ ტურისტული სანაპირო,აქ არის ასევე უცხო თვალისგან მოშორებული კუთხეები,სადაც ხმაურიანი ტალღები ეხეთქება კლდოვან სანაპიროს. აქ ცხოვრობს თავისუფალი სული ნათელი ემოცია.ფიცის დადების საზეიმოდ გაცვლას ზღვის ენერგია აავსებს.იმათ კი ვისაც ურჩევნია კომფორტი,ჩვენ ვთავაზობთ გაჩერდნენ განმარტოვებულ კერძო პლიაჟზე ან სასტუმროს სანაპიროზე.ნარინჯისფრად მოხატული მზის ჩასვლის ფონზე,შეგიძლიათ გამართოთ საქორწინო ცერემონია ოჯახურ წრეში.

ბათუმის უპირატესობა არა მხოლოდ ზღვაში მდგომარეობს. ბათუმში გასაოცარად ერწყმის ერთმანეთს ცათამბჯენები, კლდოვანი გამოქვაბულები, მთები, ჩანჩქერები და ტყეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რეგიონის ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. ის იმდენად ლამაზია, რომ თქვენი გულის პაწაწინა ადგილი ნამდვილად დარჩება აქ მრავალი წლით. არ იჩქაროთ მისი ერთ ვიზიტში დათვალიერება,აუცილებლად დაბრუნდით ფოტოსესიისთვის. შეისწავლეთ ყოველი კუთხე, შეეხეთ ყველა ფოთოლს და შეიგრძენით მისი არომატი. თუ თქვენ გეგმავთ ქორწილს გაზაფხულზე, ჩვენ გირჩევთ ბოტანიკურ ბაღს: წლის ამ დროს ის ნამდვილ ყვავილების ზღაპარს ჰგავს. ქორწილის კადრები ხასხასა მწვანე ფონზე შეიძლება დავასრულოთ მშვიდი ფოტოებით პლიაჟზე. მწვანე კონცხზე, რომელიც მდებარეობს ახლო მახლოდ. როგორც წესი, აქ არ არის ხალხმრავლობა, ამიტომაც ჩვენ გამოგვდის ავღბეჭდოთ თქვენი შეუღლების მომენტი უცხო თვალისგან მოშორებით ბუნების გარემოცვაში.

(c) Serg Butko

ქორწილი ბათუმში-ეს გაძლევთ საშუალებას აჩუქოთ თქვენ თავს და ახლობლებს მრავალფეროვანი დღესასწაული გაჟღენთილი ზღვის ჰაერით. მაგალითად, გამართეთ ცერემონიალი სანაპიროზე, შემდეგ გამართეთ ფოტოსესია ბოტანიკურ ბაღში, ხოლო ვახშამი იდეალურია ტერასაზე ზღვის ხედით, მრავალფეროვანი მთებით მზის ჩასვლის დროს. შეგიძლიათ ასევე გამართოთ ცერემონია ბოტანიკურ ბაღში, ხოლი ფოტოსესიისთვის გაემართოთ ჩანჩქერზე, რომელიც ქალაქიდან ნახევარ საათშია. თქვენი ქორწილისთვის ბათუმი გთავაზობთ მრავალრიცხოვან მარშრუტებს, ამისთვის საჭირო ვიცოდეთ თუ რა გსურთ, რის შემდეგაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც თქვენს ოცნებებს დაემთხვევა.

 

(c) Serg Butko
(c) Serg Butko
(c) Serg Butko

ბათუმი – გახლავთ თბილი ზღვის და განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების ქალაქი. იგი გვაოცებს, უარყოფით გრძნობას იწვევს ან გვაყვარებს თავს, მაგრამ არ გვტოვებს გულგრილს.


(c) Serg Butko

ამინდისა და ბიუჯეტის შესახებ

ზღვის შერწყმა მთებთან-ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ჰორიზონტი და სუფთა ჰაერი, მათ შორისაა ხშირი არაპროგნოზირებადი წვიმებიც. ბათუმური კლიმატი თავისებურია. სამწუხაროდ ეს პროცესი ართულებს ამინდის პროგნოზირებას. როგორც მთაში  ბათუმშიც წვიმის შემთხვევაში ყოველთვის შემუშავებული გვაქვს გეგმა ბ. ყოველ ერთ საათში ვამოწმებთ ამინდის პროგნოზს, ვაკვირდებით ცას და წინასწარ ვამზადებთ ქოლგებს და საწვიმარებს,თუ რა თქმა უნდა ქორწილი დაგეგმილია ზღვის პირას ან ღია ცის ქვეშ.ეს გვაძლევს საშუალებას მზად ვიყოთ ბუნებრივი ცვლილებების მიმართ. გარდა სტიქიური მოვლენებისა.

ბათუმში ქორწილის დაგეგმვისას,არის ასევე მეორე ასფექტი რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.ეს არის ამ რეგიონში საქორწინო მომსახურეობის ბაზრის თავისებურება.რადგან ეს არის ახალგაზრდა,განვითარებადი რეგიონი.ადგილობრივი სპეციალისტების დონე ხშირად არ შეესაბამება Ori გუნდის მოთხოვნებს.ჩვენთვის პრინციპულად მთავარია თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან,რომლებმაც თავის თავს რეკომენდაცია გაუწიეს,როგორც თავისი საქმის პოფესიონალებს.იმისთვის რომ ქორწილის ყველა ელემენტი იყოს შესრულებული ისე რომ ემთხვეოდეს ჩვენს ღირებულებებს, ამისთვის ხანდახან ვიძახებთ შემსრულებლების ჯგუფს თბილისიდან.ეს გამოიწვევს დამატებით ხარჯს.ამის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ საიმედოობას და პროფესიონალიზმს ჩვენი ძველი პარტნიორებისგან.ამასთანავე ბათუმს აქვს საკუთარი აეროპორტი,რაც საშუალებას მოგცემთ ხარჯების ოპტიმიზაციას ფრენების დროს,თქვენი და თქვენი სტუმრებისათვის.

ოფიციალური რეგისტრაცია

თუ თქვენ ბათუმში გადაწყვიტეთ ხელისმოწერა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთ-ერთი ვარიანტით: უფასოდ დაარეგისტრიროდ ქორწინება იუსტიციის სახლში ან დაიქირაოთ ფასიანი, გასვლითი რეგისტრაცია, რომელიც მოგემსახურებათ ქალაქსა თუ მისი შემოგარენის ნებისმიერ ადგილას. ქორწინების დამოწმების ცერემონია იუსტიციის სახლში 3 საათს გაგრძელდება: ეს დამოკიდებულია რიგის რაოდენობაზე. განცხადება დატოვეთ დღისით,გაემართეთ ფოტოსესიაზე ზღვასთან, ხოლო შემდეგ დაბრუნდით, მოაწერეთ ხელი და მიიღეთ გამზადებული დოკუმენტები.

თუმცა იუსტიციის სახლში ქორწინების გაფორმება-ეს არის მარტივი ფორმალური პროცედურა,შორსაა დღესასწაულთან და საკრალურ ცერემონიალთან. თუ თქვენ გსურთ შეუღლდეთ რომანტიულ ადგილას,იდგეთ ლამაზად მორთულ თაღში, გარშემორტყმული ახლობლებით, მაშინ ისარგებლეთ გასვლითი რეგისტრაციით. ეს საშუალებას მოგცეთ შემატოთ მრავალფეროვნება თქვენს წარმოსახვას. იქნება ეს უღრანი ტყე ქალაქისგან მოშორებით თუ შავი ზღვის კლდიან სანაპიროზე. თქვენ ხართ თავისუფალი თქვენს არჩევანში 🙂

თუ თქვენ აირჩევთ გასვლით რეგისტრაციას, დაგჭირდებათ დანიშნულ დღემდე ერთი დღით ადრე გადასცეთ დოკუმენტები ქორწინების სახლს (ე.წ „შუშის სახლი“). ყურადღება მიაქციეთ რომ ქორწინების სახლი მუშაობს ყოველ დღე სამშაბათის და ოთხშაბათის გარდა. თუ არ გაქვთ დაგეგმილი ადრეული ვიზიტი ბათუმში, მაშინ გამოგვიგზავნეთ მინდობილობა და თქვენი დასკანირებული საბუთები ჩვენ მოვაგვარებთ ამ საკითხს თქვენს ჩამოსვლამდე.

ზრუნვა და რისკები

ბათუმის მიმოხილვას ვასრულებთ და გვინდა თქვენ,ჩვენს წყვილებს გისურვოთ წარმატება.ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხატვრულ მიდგომას და რისკიანობას! ჩვენ ვუზრუნველყობთ თქვენს შთაგონებას,სადაც არ უნდა წაგვიყვანოს მან.თუ თქვენ ოცნებობთ განმარტოვებულ ადგილს,სანაპიროზე ზღვის ხმაურში,გახსოვდეთ ორგანიზატორები.ქორწილისთვის მზადებაში იგულისხმება ინვენტარის ტრანსპორტირება ათობით ან ასობით კილომეტრზე (დეკორაცია,აპარატურა,ფურშეტი,სკამები). რაც არ უნდა მოშორებით ან განმარტოვებული იყოს თქვენს მიერ შერჩეული ადგილი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ შეიძლება იქამდე მისვლა. ეს არ არის იოლი საქმე, რადგან მნიშვნელოვანია ეს ადგილი ა იყოს ლამაზი, უცხო თვალისგან მიმალული, მაგრამ ამავდროულად ხელმისაწვდომი. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ერთმანეთზე ვიზრუნებთ, აუცილებლად ვიპოვით ადგილს თქვენი საოცნებო ქორწილისთვის!

ქორწილი ბათუმში – არის საშუალება აჩუქო საკუთარ თავს და ახლობლებს დაუვიწყარი დღესასწაული ზღვის დაუვიწყარ გარემოცვაში.


(c) Serg Butko