გსურთ გამართოთ ქორწილი საქართველოში და ეძებთ ადგილს? ალბათ თქვენ უკვე გსმენიათ, რომ ეს ქვეყანა ცნობილია მრავალრიცხოვანი ტაძრებითა და მონასტერებით. დღეს გავეცნობით საქართველოს უძველეს და რელიგიურ დედაქალაქ მცხეთას. ეს გახლავთ ჩვენი წყვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება. თბილისთან ახლოს, მდიდარი ენერგეტიკის მქონე და რა თქმა უნდა გორაკებითა და მთებით გარშემორტყმული, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი საქართველოში?

რატო მცხეთა?

მცხეთა V საუკუნემდე იყო საქართველოს დედაქალაქი და დღემდე ადგილობრივ მოსახლეობისთვისა და სტუმრებისთვის შეინარჩუნა ისტორიული ადგილის სტატუსი. ეს ძირძველი ქალაქი მდებარეობს თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს ქორწილის აღნიშვნა დედაქალაქში. მოკლე მანძილზე მცხეთაში გამგზავრება იდეალური იქნება მცირებიუჯეტიან ქორწილისთვის და დიდ დროსაც არ წაიღებს. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი თბილსის ქორწინების სახლში და შემდეგ ფოტოსესიის მიზნით გაემგზავროთ მცხეთაში და ჯვარზე, საღამოს კი დაბრუნდეთ სავახშმოდ ციმციმა ქალაქის ხედის გარემოცვაში. ქალაქთა შორის მოკლე მანძილი ხელს შეგიწყობთ კომფორტულად დაგეგმოთ დღე და მოინახულოთ ორივე დედაქალაქი.

მცხეთაში გამზაგვრება მოიცავს ვიწრო ქუჩებში სეირნობას და ორ მთავარ ღირშესანიშნაობის მონახულებას – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის და ჯვრის მონასტრის. სვეტიცხოველი აშენებულია XI საუკუნეში და დღემდე უამრავი დაზიანებების მიუხედავად, ინარჩუნებს ათასწლეული ისტორიის გარემოს. ულამაზესი სურათების გადაღების საშუალება გეძლევათ სვეტიცხოვლის ტაძარში ან ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე, საიდანაც იშლება ცნობილი ჯვრის მონასრტის ხედი, რომელიც მდებარეობს მდინარეების შესართავთან. სხვათაშორის ამ ადგილას შეგიძლიათ მოიწყოთ გასვილითი ცერემონია და მოიწვიოთ რეგისტრატორი იუსტიციის სახლიდან. საქართველოს ორი უმთავრესი ტაძრის გარემოცვაში ღონისძოიების გამართვა მართლაც დაუვიწყარი და შეუდარებელი გამოცდილებაა.

(c) Anastasia Sholkova
(с) W-art

ქორწინების რეგისტრაცია და ჯვრისწერა

ქორწინების რეგისტრაცია თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ მცხეთის შუაგულში. ქორწინების სახლი მდებარეობს საკათედრო ტაძრის მოპირდაპირე მხარეს: მცირე დარბაზი იტევს სტუმრებს 40 პერსონამდე. განცხადების შეტანა საჭიროა ქორწილის თარიღამდე 1 კვირით ადრე, თუმცა თუ არ აპირებთ საქართველოში დიდი ხნით დარჩენას, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტი ფოსტის მეშვეობით. ჩვენ მოვახდენთ მათ თქვენი სახელით წარდგენას მინდობილობით.

როდესაც გეგმავთ ჯვრისწერას სვეტიცხოველში, გახსოვდეთ, რომ ეს ტაძარი წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის ასობით წყვილი სტუმრობს სწორედ ამ ადგილს ქორწილის აღნიშვნის მიზნით. თუმცა უფალთან განმარტოება ამ ტაძარში ჯვრისწერისას ნაკლებად შესაძლებელია, ვინაიდან წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობს მას უამრავი ტურისტი. სვეტიცხოველში გამართული ცერემონია მოგცემთ სიწმინდესთან შეხების საშუალებას, თუმცა ცერემონიის მეტად მყუდრო და წყნარ გარემოში ჩატარების მიზნით, შეგვიძლია შეგირჩიოთ ტაძარი საქართველოს სხვა ნაწილშიც.

წელიწადის ნებისმიერ დროს მას სტუმრობს უამრავი ტურისტი.


ჯვრის მონასტერი

მცხეთასთან ახლოს, გორაკზე განლაგებულა ცნობილი ჯვრის მონასტერი, რომლის აღმართვა თარიღდება VI საუკუნით. უპირველეს ყოვლისა ჯვარი ცნობილია ორი მდინარის, არაგვისა და მტკვის შესართავის ხედით. ეს ადგილი იდეალურია რომანტიული ფოტოსესიის ჩასატარებლად ან ღია ცის ქვეშ ტაძრის გარემოხვაში ცერემონიის გასამართად. ჯვრის მონასტრის არჩევის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ ტაძარი მდებარეობს აღმართზე და პრაქტიკულად დღე-ღამის ნებისნმიერ დროს (განსაკუთრებულად გაზაფხულზე) ქრის ქარი, ზაფხულში კი – ძალიან ცხელა. ხანდახან ისეთი ძლიერი ქარი ქრის, რომ ცერემონიის მოსართავი ყვავილების დასადები კონსტრუქციების დადგმა ძალზედ რთული ხდება. თუმცა აღნიშნული ამინდის პირობების მიუხედავად, ჯვარი მაინც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.

(с) Anastasia Sholkova

მცხეთა და ჯვარითბილისთან ახლომახლოს ყველაზე პოპულარული ადგილებია, თუმცა ამის გარდა არაერთი ულამაზესი ლოკაციის შერჩევა შეიძლება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კოჯრის ციხე, რომელიც ქალაქიდან 20 წუთის სიშორეზეა, სამხრეთ ნაწილში, საიდანაც იშლება შესანიშნავი მთის ხედები. თუ გეგმავთ ქორწილის გამართვას თბილისში, თქვენ გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევის გარეშე დამატებით მოინახულოთ სხვადასხვა ადგილები, ქალაქთან ახლოს. გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ და ჩვენ შეგირჩევთ საუკეთესო ინდივიდუალურ მიმართულებას 🙂

(c) Ana Dilbadyan