თბილისი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტს. ელექტიკური ატმოსფეროს მქონე ქალაქი სავსეა ცხოვრების ენერგიითა და სილამაზით. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები გადმოკიდებული აივნებით, რომანტიული კაფეებით და რესტორენბით, რომლებიც განლაგებულია მყუდრო ეზოებში და ბაღებში, მდინარეები და ფანტანები, ეს ყველაფერი ხდის ამ ქალაქს საოცრად რომანტიულს. მთელი ისტორიის მანძილზე მან გააერთიანა სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მქონე ხალხი. თბილისი – ეს არის ჯადოსნური ადგილი, სადაც თითოეული გრძნობს თავს ისე, როგორც სახლში.
დედაქალაქთან ახლოს მდებაროებს საქართველოს ძველი დედაქალაქი – მცხეთა. კერძო სახლები წითელი ფილის სახურავებით, რომელსაც სილამაზეს მატებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ქალაქი განლაგებულია ორი მდინარის შესართავთან და ის დღემდე ინარჩუნებს წმინდა ადგილის სტატუსს.
ჩვენ სიამოვენებით დაგეხმარებით ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარებაში საქართველოს მთავარ ტაძრებში, ასევე მოხარულები ვიქნებით გაუწიოთ ორგანიზება საქორწილო ცერემონიას საქართველოში მდებარე ნებისმიერ ქორწინების სახლში. თბილისის და მცხეთის ადგილმდებარეობა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ეს ორი ქალაქი მდიდარია ულამაზესი ხედებით და პეიზაჟური ადგილებით, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენი დღესასწაულის ლამაზად ჩატარებას. ჩვენ, კომპანია Ori, კლიენტებს ვთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო საქორწინო ადგილებს.