მიმოხილვას ვაგრძელებთ კახეთში მსხვილი საქორწილო მოედნებით ვინაიდან ეს რეგიონი გთავაზობთ შესანიშნავი ადგილების უსასრულო სიას. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ სამ ულამაზეს ტბისპირა სასტუმროზე, ერთ შეფარულ სასტუმროზე პირადული მყუდრო ქორწილისთვის და აგრეთვე არაორდინალური დიზაინის მქონე სასტუმროსთვის რომელიც კლასიკურ ინტერიერს და ეგზოტიკურ ელემენტებს აერთიანებს. ახლა კი ჩვენ გავისეირნებთ ცნობილ სიყვარულის ქალაქზე, შემდეგ ვესტუმრებით ღვინის რამდენიმე შატოს და მყუდრო მარანებს, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება ღვინის რეგიონის შარმი სრულად შეიგრძნოთ.

(с) Anastasia Sholkova

სიღნაღი

სანამ უსასრულო ვენახებს განვიხილავდეთ, მოდით პირველად ვისაუბროთ კახეთის სახელგანთქმულ ქალაქ სიღნაღზე, რომელიც ნობილია როგორც „სიყვარულის ქალაქი“. ბევრ სიყვარულის ისტორიებს და ლამაზ ლეგენდებს ჩაეყარა საფუძველი აქ, და თქვენი ქორწილიც შესაძლოა ერთერთი მათგანი გახდეს. მისი ადგილმდებარეობა თავგადასავლებით არის სავსე, ვინაიდან ის ახლოს იმყოფება კახეთის არაერთ ღირსშესანიშნაობასთან, მაგ. ბოდბის მონასტერი/ სიღნაღს აგრეთვე აქვს საუკეთესო ალაზნის ველის საუკეთესო ხედი, რომელიც კახეთის ცას ერწყმის. წარმოიდგინეთ ასეთი ხედის ფონზე რამდენად ლამაზი სტრატები გამოვა თქვენი ქორწილის დღეს. სიღნაღს ქვს აგრეთვე აქვს იუსტიციის სახლი, ასე რომ ქორწინების დარეგისტრირება ერთობ ადვილი და მოსახერხებელია.

ჩვენ გვსურს ეს სტატია ორი პატარა სასტუმროს მიმოხილვით დავიწყოთ, ორივე რომელიც მოსახერხებელია საქორწილო ცერემონიის და ვახშმის მოსაწყობად. მე-18 საუკუნის სიღნაღის ციხესიმაგრიდან 5 წუთის სავალში მდებარეობს სასტუმრო Brigitte Hotel, რომელსაც აქვს მზიანი ტერასა, სადაც შეგიძლია ცერემონიის შემდეგ გაატაროთ საღამო. სასტუმროს ნომრებიდან იშლება ალაზნის ველის ხედი, ხოლო რესტორანში კი გექნებათ საშუალება მოაწყოთ მყუდრო დღესასწაული, ქართულ სტილში. მათ, ვისაც სურს რაიმე ნაკლებად ტიპიური და ტრადიციული, ჩვენ ვურჩევთ სასტუმრო Kabadoni Boutique Hotel, რომელიც მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე. Kabadoni Boutique Hotel-ს ერთი მხარე გადაჰყურებს კავკასიის ქედს და ალაზნის ველზე გაშენებულ ვენახებს. ხოლო მეორე მხრიდან კი ქალაქის ისტორიული ხედები გადაიშლება. სასტუმროს ინტერიერი, თანამდეროვე, ანტიკური ქართული და დასავლური დეტალებისგან შედგება.

საქორწილო ცერემონია და ვახშამი მარანში

ახლა კი კახეთის გულს შევეხოთ და ღვინოზე ვისაუბროთ 🙂 კახეთში რა თქმა უნდა არის უამრავი დიდი და პატარა მარანი, რომელიც მომსახურების მრავალფეროვნებას გვთავაზობთ: ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი. თუმცა ყველა მარანი არ არის ქორწილის დიდი ცერემონიისთვის საკმაოდ დიდი და მოსახერხებელი, ამიტომაც ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული და მრავალფუნქციური მოედნები თქვენთვის.

კავკასიის ქედის დასაწყისში, კახეთის შუაგულში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის მიკროზონა – ქინძმარაული. აქ მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია – Shilda Winery. კომპანიის აქტივობა სრულიად ღვინისადმი სიყვარულსა და პატივისცემაზეა აგებული: თქვე ამას დეტალებში და მზრუნველ ატმოსფეროში შეიგრძნობთ, ასევე სტუმართმოყვარეობასა და სამუშაოსადმი ვნებაში. აქ გადახდილ ქორწილს ანტიკური ღვინის კეთების ხელოვნება გაგილამაზებთ. ვახშამი მზის ჩასვლის ფონზე, იდუმალ ვენახებში, მთების გარემოცვაში… ეს ხომ დაუვიწყარი მოგონებაა.

(с) Anastasia Sholkova

კახეთი ჩვენ გვახარებს თბილი, რბილი კლიმატით და სუფთა ჰაერით: აქ სუნთქვა, ცხოვრება და დასვენება სასიამოვნოა!


Nelkarisi Winery – ეს არის კიდე ერთი ადგილი უძველეს შილდაში. მარანი 2009 წელს, 11-მა სხვადასხვა ეროვნების ქართული ღვინისადმი სიყვარულით გაერთიანებულა მეგობარმა გახსნა. ეს დარბაზი მისი თანამედროვე მოხერხებულობით და ქართული ტრადიციული ღვინის კეთებით არის გამორჩეული. Nelkarisi განსაკუთრებით პოპულარულია წყვილებში რომელთან მაღალი მოთხოვნები აქვთ და თანამედროვე დიზაინს აფასებენ, აგრეთვე ამავდროულად ოცნებობენ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, თვალწარმტაცი პეიზაჟების ფონზე წარმოთქვან.

ბოლოს კი, კიდევ ერთი ტრადიციული ქართული შატო – Chateau Mosmieri. ამ დარბაზის უპირატესობა, მდიდრული რესტორანია რომელიც 250 კაცს იტევს, მისი მყუდრო ეზო და ფართე ტერასა – საუკეთესო ადგილია საქორწილო ცერემონიისა და შემდგომი დიდი სადღესასწაულო ვახშმისთვის. ეს შატო იმ წყვილებისთვისაა, ვისაც სურს ქალაქიდან მოშორებით გადაიხადოს დიდი ქართული ქორწილი. სხვათა შორის, აგვისტოში ახალი დიდი რესტორანი გაიხსნება, ამიტომაც თუ თქვენი ქორწილი სექტემბერ-ოქტომბერშია დაგეგმილი, ეს შატო შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო მრავალფუნქციური ადგილი გახდეს. მათ, ვისაც მყუდრო ცერემონიის ჩატარება სურს, ჩვენ ვურჩევთ Chateau Aznauri. მარანის გარშემო მყოფი დიდი ტერიტორიები თქვენს სურათებს საუკეთესოდ დაამშვენებს. სახლის ღვინო, კულინარიული მასტერ კლასები, სიმშვიდე, ბუნების სილამაზე და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა – ეს ყველაფერი საუკეთესოა პატარა ცერემონიისა და მყუდრო ვახშმისთვის.

(c) Chateau Mosmieri

ქორწილი ღვინის შატოში, განთავსებით

წყვილების უმეტესობა ირჩევს ადგილებს, რომელიც საცხოვრებლის უზრუნველყოფასაც გვთავაზობთ. ამ შემთხვევაში გრძელი და სასიამოვნო საღამოს შემდეგ თქვენ და თქვენ სტუმრებს სასტუმროში წასვლა არ დაგჭირდებათ. ელეგანტური დიზაინის მქონე Schuchmann Wines Chateau & Spa, საკუთარი ვენახებით და კავკასიის ქედის ხედით, შესანიშნავი მრავალფუნქციური ადგილია. ევროპული დონის სერვისი, თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერი, მოლეკულური გასტრონომია, – ეს ყველაფერი არ არის რასაც ამ მაღალი კლასის კომპლექსში იპოვით. ამ ადგილას, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მრავალფეროვანი სპა და სასტუმრო აქტივობებით და შეუდარებელი ხედებით. მაგალითად, თქვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ მრავალფეროვანი სპა მკურნალობა, მასაჟი და განიტვირთოთ საუნაში. სასტუმრო ასევე აღჭურვილია მინი გოლფის მოედნით, მაგიდის ჩოგბურთით და ბილიარდით. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მინიმალისტური ინტერიერი შესანიშნავი ფონია ნებისმიერი ქორწილის გასაფორმებლად, თქვენი სურვილისამებრ.

(c) Schuchmann Wines Chateau & Spa
(c) Babaneuris Marani

კიდე ერთი პირველი კლასის სასტუმროა – Babaneuris Marani. ღია ცის ქვეშ აუზი რომელიც მთებს გადაჰყურებს, კომფორტული ტერასა და მაღალი დონის მომსახურება თქვენს ქორწილს შეუდარებელს გახდის. Babaneuris Marani ნამდვილად უნიკალური ადგილია, ვინაიდან ის შუახნის ეული სასახლის, 11 ჰექტარი ვენახისგან შედგება და განლაგებულია კავკასიის ქედთან. თქვენ შეგიძლიათ არჩიოთ ლამაზი ტერასა, მინდვრის ხედით და თქვენი განსაკუთრებული დღე ზღაპრად აქციოთ.

აქ ჩვენ ვასრულებთ კახეთში საქორწილო მოედნების განხილვას. თუმცა, თუ ზემოთ ხსენებული სასტუმროები და მარნებიდან თქვენთვის სასურველი ვერ აარჩიეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. შემდეგ სტატიებში ჩვენ მოვინახულებთ საქართველოს მთიან რეგიონებს, ყაზბეგსა და გუდაურს. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს 🙂