ყაზბეგი მისი უნიკალური სილამაზით გამოირჩევა: აქ სახელგანთქმული სამების კათედრალი ციცაბო მთებს შორის, ზღვის დონიდან 2000 კილომეტრზე მდებარეობ. მისი სილუეტი დიდებულად გადმოჰყურებს ყაზბეგს, რომელიც არა მხოლოდ სტეფან წმინდას (ყაზბეგის) სიმბოლო, არამედ მთელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა. ჩვენს სპეციალურ სტატიაში, რომელიც ამ ლეგენდარულ ადგილს ეძღვნება, მოგიყვებით ყაზბეგში ქორწილის გადახდის მთავარ მიზეზებზე მოგყვებით და ამისთვის ვესტუმრებით ყაზბეგის საუკეთესო სასტუმროებს.

რატომ ყაზბეგი?

პატარა ქალაქი სტეფან წმინდა თბილისიდან მხოლოდ 3.5 საათის სავალშია, იგი აგრეთვე ახლოს არის რუსეთის და საქართველოს საზღვართან, ეს მას სქართველოს მთების მონახულების მსურველი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად ხსნის. ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა რაც ამ პატარა ქალაქს სახელს უთქვამს: ლეგენდარული მთა ყაზბეგი, დიდი კავკასიონის მთავარი მწვერვალი. ეს მთა და მისი შემაერთებელი წერტილები გარს არტყავს სტეფან წმინდა და ქმნის მაღალ ღობეს მინდვრის მთლიანი პერიმეტრის გარშემო. ეს ულამაზესი პეიზაჟი საშულებას გაძლევთ ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან დატკბეთ დიდებული მთების სილამაზით. დრის განმავლობაში ყაზბეგი შესაძლოა ღრუბლებში იმალებოდეს, ამიტომაც ტურისტებს რომლებიც ესტუმრებიან ყაზბეგს მზიან ამინდში, ყველაზე მეტად უმართლებთ!

(с) Igor Novikov

მთების თვალწარმტაცი ხედი გერგეთის სამების დიდებული სილუეტით არის დამშვენებული, რომელიც ყაზბეგის მაღალ გორაზე დგას, საუკუნეების განმავლობაში ის მარტოობის, სინათლის და დუმილი წმინდა საიდუმლოებს ინახავს ეკლესიაში შესვლისას თქვე უწმინდესი სისუფთავის ნაწილი ხდებით. თქვენ აანალიზებ რომ ფიქრობთ საკუთარ საყვარელ ადამიანებზე და ლოცულობთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. შეყოვნდით ეკლესიის წინ პლათფორმაზე ცოტახნით, შეხედეთ ქალაქს ზემოდან და შეიგრძენით ამ ადგილის უძლიერესი ენერგია.

გერგეთის ტაძარი რელიგიური ცერემონიის ჩატარების საშუალებას გაძლევთ, რომლის მთავარი არგუმენტი მისი ადგილმდებარეობაა, განსაკუთრებით იმ წყვილებისთვის რომელთან ჯვრის დაწერა საქართველოში სურთ, კავკასიონის ქედებში გადახდილი ცერემონია თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანი მოგონება იქნება.

აუცილებელი გავითვალისწინოთ რომ ჩვე გირჩევთ ყაზბეგში ცერემონიის ჩატარებას ივლისში ან აგვისტოში, გამომდინარე იქიდან რომ წლის დანარჩენ დროს ამინდი აქ ნაკლებად ხელსაყრელია. კლიმატი მთებში და კონკრეტულად გუდაურში ყოველთვის მოულოდნელია: დილა შეიძლება მოწმენდილი ცით დაიწყოს და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე მოღრუბლული იოს. ამიტომაც არი რომ წვიმის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის შევიმუშავებ გეგმა ბ-ს და თუ საჭირო გახდა ცერემონია გადაადგილდება სასტუმროს დარბაზში. ასეთ შემთხვევები შესაძლოა ყოველთვის თქვენს საოცნებო ქორწილის სურვილს არ დაემთხვეს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ თქვენს კომფორტზე და ქორწილის დღეს მოვარგებთ მთების ცვალებად კლიმატს. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი შთაბეჭდილებები ამინდის გამო არ გაფუჭდება.

ყაზბეგში ჩვენ 4 საუკეთესო სასტუმროს ვესტუმრებით. ჩვენ დავიწყებთ პატარა სასტუმროებით და საქართველოს ყველაზე ცნობილი სასტუმროთ დავასრულებს.

(с) Sveta Mishina

Green Sheep Hotel Kazbegi

პატარა სასტუმრო Green Sheep Kazbegi შესანიშნავი არჩევანი პატარა ქორწილისთვის ოჯახის გარემოში. აქ არის რესტორანი და ბარი რომელიც გამოირჩევა სამზარეულოს მაღალი ხარისხითა და პერსონალის ტუმართმოყვარეობით. სასტუმროს ინტერიერი მარტივია და სიმყუდროვისა და კომფორტის ატმოსფეროთია აღსავსე. თქვე ქორწილისთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ მთლიანი სასტუმროს დახურვა, რომ შეძლოთ პირადი სივრცით დატკბობა.

ჩვენ გირჩევთ ყაზბეგში ცერემონიის ჩატარებას ივლისში ან აგვისტოში, გამომდინარე იქიდან რომ წლის დანარჩენ დროს ამინდი აქ ნაკლებად ხელსაყრელია.


(c) Mount Inn Kazbegi

Mount inn Kazbegi

Mount Inn Kazbegi კიდევ ერთი პატარა და ახლად გახსნილი სასტუმროა, შესაბამისი თბილი და სულიერი დღესასწაულისთვის. სასტუმროში არის ღია საცურაო აუზი შეუდარებელი ტერასით სასტუმროს სახურავზე, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ საქორწინო ვახშამი ვარსკვლავებით მოფენილი ცის ქვეშ. ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ მთლიანი სასტუმრო (12 ოთახი); ამ შემთხვევაში ქორწილი ნამდვილ დასვენებად გადაიქცევა თქვენი ყველა სტუმრისთვის. სტუმრებს ექნებათ საშუალება ბოლომდე ისიამოვნონ და არსად იჩქარონ, ვინაიდან ისინი განთავსებიან ერთ ადგილას, სადაც სადღესასწაულო ვახშამი ჩატარდება. მთებში ცხოვრების ყველაზე დიდი პლიუსი ალბათ ის არის რომ ყოველი დილა ყაზბეგის დიადი მთების ხედით გაღვიძებაა!

Porta Caucasia Kazbegi

Porta Caucasia Kazbegi ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროა რომელიც საშუალებას გაძლევთ საქორწილო ვახშამი ულამაზესი ხედის მქონე ფართო ტერასაზე გადაიხადოთ. უამინდობის შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ, აურზაურის გარეშე გადაინაცვლოთ შიდა რესტორანში, რომელიც გეგმა ბ-ზე ფიქრს თავიდან აგაცილებთ. უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები, ბარი, დასასვენებელი ზონა და საუნა თქვენსა საქორწილო მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ეს დარბაზი საუკეთესო წყვილებისთვის რომლებიც კარგ მომსახურებას, თანამდროვე დიზაინს და კომფორტულ დაწესებულებებს აფასებენ.

(c) Porta Caucasia
(с) Igor Novikov

Rooms Hotel Kazbegi

ბოლო და ალბათ ყველაზე ცნობილი ადგილი რომლის შესახებაც გვინდა მოგიყვეთ ამ სტატიაში არის Rooms Hotel Kazbegi. წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე პოპულარული ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა. ფუფუნებისთვის მოწყობილი ოთახები პანორამული ფანჯრები, რომლების გერგეთის სამების ტაძარს და ყაზბეგის მწვერვალს გადაჰყურებს, შეუდარებელი კომფორტი, გადახურული საცურაო აუზი შეუდარებელი ხედით და არაერთი შესაძლებლობა და არჩევანი თქვენი ქორწილის აქ მოსაწყობად. ეს არის მახასიათებლები რომლებიც ჩვენს წყვილებს განსაკუთრებით იზიდავს. სასტუმრო აგრეთვე მოიცავს რამოდენიმე საბანკეტო დარბაზს დიდი ვახშმების მოსაწყობად, ცერემონია კი ტერასაზე შეგიძლიათ გადაიხადოთ. ყაზბეგის შეუდარებელი სილუეტი თქვენს გულებში დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს: ეს ადგილი თვალწარმტაც ბუნებას და ქართული სასტუმრო პროფესიონალიზმს აერთიანებს. Rooms Hotel Kazbegi-ს არჩევით თქვე ირჩევთ კომფორტის, მომსახურებისა და დეტალებზე ყურადღების უმაღლეს ხარისხს.

(c) Rooms Hotel Kazbegi

ქორწილი ყაზბეგში ნიშნავს მთების დიდებული მწვერვალების და პატარა წმინდა ეკლესიების ერთობლიობას, ორი ყველაზე წმინდა ადგილი რეგიონში, რომლებიც თქვენი საქორწილო რიტუალის მოწმე გახდებიან. საოცარი ბუნება, მიმზიდველი მთები, უსუფთავესი ჰაერი…. სადაც სუფევს თავისუფლების და სულიერი სისუფთავის შეგრძნება, არავის დატოვებს გულგრილს.