რატომ საქართველო?

გადაწყვიტეთ რომ დაქორწინდეთ, მაგრამ არ გსურთ ქორწინების დღის აღნიშვნა ჩვეულებრივ ნაცნობ გარემოში. ფიქრობთ ქორწილზე საზღვრებს გარეთ?

უფლება მოგვეცით მოგიყვეთ რატომ არის ქორწინების გადახდა საქართველოში მიმზიდველი და რატომ არის დისტანციურად დაგეგმვა აბსოლუტურად უფრო ხელმისაწვდომი, რაციონალური და სანდო პროცესი.

საქართველოში მზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ანათებს, ღვინო კი მდინარესავით მოდის, მთები, სტუმართმოყვარე ხალხი, უძველესი კულტურა – ეს არის პირველი რაც ადამიანს ახსენდება საქართველოს შესახებ, როდესაც გეგმავს მოგზაურობას ჩვენს ქვეყანაში. ქორწინება საქართველოში, არ აქვს მნიშვნელობა ცერემონია 2 ადამიანზეა განსაზღვრული თუ დიდი დღესასწაულია; ოფიციალური თუ სიმბოლური – ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი და თბილი მოგონებები, ვინაიდან ეს ქვეყანა სავსეა სიყვარულით და სიხარულით.

მისი შესანიშნავი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საქართველო გთავაზობთ ქორწილის გადასახდელი ადგილების ფართო არჩევანს: მთები, ზღვა, ვენახები, ტბები და ზღაპრული ტყეები, ასევე უძველესი ეკლესიები ჯვრისწერისთვის.

(с) W-art
(с) W-art

სად გადავიხადოთ ქორწილი საქართველოში?

მთავარია ავირჩიოთ ადგილი სადაც მოხდება სასწაული, აღვნიშნოთ გვჭირდება თუ არა ქორწინებისთვის საჭირო ოფიციალური საბუთები, გადავწყვიტოთ წელიწადის დრო (ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით, ვინაიდან შესანიშნავად ვერკვევით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების კლიმატში) და გაერკვიოთ რამდენად გრანდიოზული იქნება დღესასწაული.

ხდება ისეც რომ წყვილი თავდაპირველად აპირებს ჩამოსვლას მარტო, თუმცა როცა ახლოვდება ქორწინების თარიღი ვგებულობთ, რომ მშობლები ან ახლო მეგობრები აგრეთვე დაესწრებიან დღესასწაულს წყვილთან ერთად და აღნიშნავენ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

ცერემონიისა და საქორწილო ვახშამისთის ადგილმდებარეობის დამოუკიდებლად არჩევა არც თუ ისე ადვილი საკითხია, იმ შემთხვევაში თუ ქორწინებამდე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დეტალურად მოგიყვეთ თუ რატომ არის განსაკუთრებული, თქვენს მიერ განხილული რეგიონი, რესტორანი თუ სასტუმრო. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენთვის ცნობილია ყველა მცირე დეტალიც კი რაც ინტერნეტში დახატული ლამაზი სურათის უკან იმალება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ წყვილის და სტუმრების საცხოვრებელი ადგილი ახლოს იყოს საქორწილო ვახშმის ადგილმდებარეობასთან. სასურველია რომ ერთ დასახლებულ პუნქტში მაინც იყოს ეს ყველაფერი თავმოყრილი. საქორწილო ვახშამი ღამის 1 საათამდე არ სრულდება, ამიტომაც აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ დატვირთული საქორწილო დღის შემდეგ, შუა ღამისას სასტუმროსთან ან აპარტამენტთან მიღწევა ერთობ რთულია.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დეტალურად მოგიყვეთ თუ რატომ არის განსაკუთრებული, თქვენს მიერ განხილული რეგიონი, რესტორანი თუ სასტუმრო.


(с) Анастасия Шолкова

დეტალების დაგეგმვა

მას შემდეგ, როდესაც აირჩევთ ადგილმდებარეობას, დროს და სტუმრების რაოდენობას, ჩვენ სიამოვნებით ვიწყებთ იმ დეტალების განხილვას, რომელიც თქვენ ქორწინების დღეს კიდევ უფრო დაამშვენებს. კონკრეტულად: ყვავილებით გაფორმება და დეკორი, პატარძლის მაკიაჟი და ვარცხნილობა, წყვილისა და სტუმრების გადაადგილების საშუალება, ტორტი, ფურშეტის და ვახშმის დეტალები და რაღა თქმა უნდა სრული დღის გასართობი პროგრამა. თქვენი ცერემონიისათვის სადღესასწაულო გამოსვლას ჩვენ წინასწარ განვიხილავთ, სცენარის ყველა დეტალის განხილვით სპეციალურად მოწვეულ წამყვანთან ერთად, ვთანხმდებით ცერემონიისა და საქორწილო ვახშმის პროგრამისთვის სიმღერების ჩამონათვალზე. რედაქტირებას ვუკეთებთ საბოლოო შედეგს, სტოპლისტის ჩათვლით და გადავცემთ დიჯეის.

იმ შემთხვევაში თუ კიდევ არ აგირჩევიათ ფერთა გამა საქორწილო დღისთვის, ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ოცნების საქორწილო ტორტი და როგორი ვარცხნილობა გაქცევთ ნამდვილ დედოფლად, ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით და რჩევით და ფოტო მასალით შეგიმსუბუქებთ სწორი გადაწყვეტილების მიღების სირთულეს.

ჩვენ ყოველთვის გირჩევთ რომ მობრძანდეთ რამდენიმე დღით ადრე და წინასწარ გამოსცადოთ თქვენი თავი პატარძლის როლში.

ნიუანსების დიდი ნაწილი აუცილებელია განვიხილოთ საქორწილო დღის დეტალების შეთანხმებისას. ჩვენს წყვილთან ერთად ვაზუსტებთ თუ რა სახის საკვები და სასმელი ურჩევნიათ სტუმრებს, ასევე ინფორმაციას ალერგიების შესახებ. ვითვალისწინებთ ერთ მაგიდაზე ბავშვების საშუალო რაოდენობას, ასევე მათ საშუალო ასაკს, ეს გვეხმარება რომ წინასწარ შევადგინოთ საბავშვო მენიუ, ასევე ვიზრუნოთ სასტუმროს ნომრებში ბავშვების საწოლების და ტრანსპორტში საბავშვო სავარძლების რაოდენობაზე.

(с) Анастасия Шолкова

ვახშმის სცენარიც წყვილის მოთხოვნილებების გათვალისწინებით დგება. ვიქტორინების, კონკურსების და სადღეგრძელოების შესახებ, ჩვენ წყვილს წინასწარ ვაკავშირებთ საღამოს წამყვანთან სკაიპის მეშვეობით. მნიშვნელოვანია რომ წყვილმა სტუმრებთან წინასწარ დააზუსტოს აქვთ თუ არა მათ გეგმაში ახალდაქორწინებული წყვილისთვის მოულოდნელი მილოცვა სიურპრიზად: აუცილებელია რომ წამყვანმა სტუმრების ნომერი წინასწარ ჩასვას პროგრამაში, რათა ქორწილის დღეს დაწერილ სცენარს არ გადაუხვიოს.

(с) Анастасия Шолкова

ქორწილის დაგეგმვა დისტანციურად სრულაც არ არის რთული – გვენდეთ ჩვენ.


არ აქვს მნიშვნელობა როდის მოგვმართეთ, ნახევარი წლით, ერთი თვით თუ ორი კვირით ადრე ქორწილამდე, ჩვენ ყურადღებას არ მოგაკლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ დეტალების განხილვისას და საკუთარი თავის გამოხატვის დროს თავი იგრძნოთ ისე როგორც საკუთარ სახლში. 🙂

ვიმედოვნებთ რომ Ori Wedding-თან ერთად გადახდილი ქორწილის შემდეგ, საქართველო თქვენი მეორე სამშობლო გახდება!

(с) Анастасия Шолкова