ყველა წყვილი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გადაიხადოს ქორწილი დგება არჩევნის წინაშე: მოახდინოს ქორწილის ორგანიზება დამოუკიდებლად, თუ მიმართოს პროფესიონალებს? ზოგიერთ წყვილთათვის ქორწილის ორგანიზება, რომელსაც მოჰყვება რესტორნების, ფოტოგრაფებისა და თაიგულების სამყაროსთან შეხება, საინტერესო გამოცდილებაა. მეორეთათვის კი ქორწილის დამოუკიდებლად ორგანიზება ხდება დროის დამხარჯველი და დამღლელი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ საქორწილო სააგენტო, რომელიც აგარიდებთ ზედმეტ სირთულეებს და ხელს შეგიწყობთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. წინამდებარე სტატია მოგითხრობთ იმ სირთულეების შესახებ, რომელის შესაძლებელია წარმოიშვას ქორწილის დამოუკიდებლად ორგანიზების პროცესში და განვიხილავთ, თუ როგორ ართმევს თავს ამ დაბრკოლებებს საქორწილო სააგენტო.

 

სააგენტო = ორგანიზების გამოცდილება

როგორც წესი წყვილს და მათ ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ ღონისძიების დამოუკიდებლად მოწყობის გამოცდილება. უამრავი ადამიანი ენთუზიაზმით უყურებს ახალ გამოწვევებს, ვინაიდან ეს გამოცდილება იწვევს შთამაგონებელ და სიახლის შეგრძნებებს და შეგიქმნით ახალ და დაუვიწყარ ისტორიებს, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს.

თუმცა ისტორიები მუდამ სასიამოვნო არ გახლავთ. ჩვენ არაერთხელ გვსმენია იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც წყვილების დამწყებ ფოტოგრაფებთან (ან ნაცნობ ფოტოგრაფებთან) თანამშრომლობა მთავრდებოდა შემსრულებლის მიერ გადაღებული მასალის დაკარგვით. ერთ შეცდომას შეუძლია ჩაშალოს თქვენს მიერ ხანგრძლივი შრომის შედეგად შემუშავებული გეგმა.

(c) W-art

ორგანიზატორი კარგად არის ინფორმირებული, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ კრიტიკულ სიტუაციაში და შეუჩნევლად შეცვლის დაცემის შედეგად დაზიანებულ ტორტს.


პროფესიონალური სააგენტო თავიდან აგაცილებთ ყოველგვარ შეცდომებს. სააგენტომ ყველა ეს შეცდომა თქვენთან მუშაობამდე უკვე გაიარა 🙂 მომსახურებას გაგიწევთ საქმის მცოდნე პროფესიონალი გუნდი. ქორწილის ორგანიზატორს კარგად აქვს შესწავლილი რომელი სეზონური ყვავილები უნდა გამოიყენს დეკორისთვის და რომელი დაჭკნება სწყაფად, ცერემონიის დაწყებამდე. ორგანიზატორისთის ცნობილია თუ რა სახის გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ ამა თუ იმ რეგიონში. აქედან გამომდინარე ორგანიზატორს ყოველთვის აქვს გეგმა «ბ», რათა მოულოდნელმა წვიმამ არ ჩაშალოს თქვენი ქორწილი მთაში ან ვენახში. ასევე ორგანიზატორი კარგად არის მომზადებული კრიტიკულ მდგომარეობაში ზომების მისაღებად და შეუმჩნევლად შეცვლის იატაკზე დაცემის შედეგად დაზიანებულ ტორტს. საჭიროებისამებრ ჩვენი ორგანიზატორები ირგებენ ფლორისტის, მკერავის, ფსიქოლოგის და მეტეოროლოგის როლსაც კი! მათ აქვთ ფართო გამოცდილება და მზად არიან ყველანაირი სიტუაციისთვის.

გამოცდილი სააგენტო გაგიწევთ დახმარებას ხარჯების ოპტიმიზაციაში, კერძოდ: მოგცემთ სათანადო რჩევებს, თუ როგორ ჩაეტიოთ ბიუჯეტში ისე, რომ ეს არ აისახოს ხარისხზე. სააგენტოს გუნდი მიზნად არ ისახავს სარგებელს ნებისმიერ ფასას, იგი უზრუნველყოფს გარანტირებულ რეზულტატს და შეგიქმნით დაუვიწყარ ღონისძიებას. სპეციალისტის დახმარებით ხარჯების ზუსტად გათვლა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს.

სააგენტო = ინფორმირებული მოედნების შესახებ

ადგილის შერჩევა ქორწილის გასამართად – ღონისძიების ორგანიზების მთავარი ეტაპია. ახალდაქორწინებულებისთვის, რომლებიც გეგმავენ დისტანციურ რეჟიმში თავის საქორწინო დღის მოწყობას – ეს ძალზედ რთული ამოცანაა. ვინაიდან რადგან ყველა სასტუმროს და რესტორანს არ გააჩნია სრული და თვალსაჩინო საიტი: ყველასთვის ნაცნობია ინტერნეტში არსებული ინფორმაციის რეალობასთან უხეში შეუსაბამობა. იპოვეთ ნაცნობი, რომელიც ნამყოფი იქნება ამ ადგილებში და სთხოვეთ მას გაგიზიაროთ თავისი შთაბეჭდილებები. ეს დაგეხმარებათ შეიქმნათ უფრო ნათელი წარმოდგენა ამ ადგილზე.

თუ თქვენ მიმართავთ ქორწილების ორგანიზატორს, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც ნამყოფია იქ, არამედ ვინც ჩახედულია მის შიდა სამზარეულოში და იცის მისი ყველა თავისებურება. ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად ამოწმებენ ამ ადგილების მომსახურებას და სერვისს: მეგობრებთან ერთად სტუმრობენ რესტორნებს, ისვენებენ საკურორტო ადგილებში ოჯახთან ერთად. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს იმ ადგილებს, რომელიც ჩვენს მიერ არის მოწონებული.

ორგანიზატორები მოგიყვებიან თუ რა გაუშვეს ხელიდან თქვენმა მეგობარმა ტურისტებმა. ის ყურადღებას მიგაქცევინებთ ისეთ დეტალებზე, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა (ხელსაყრელი მარშრუტები წარმატებული ფოტოებისთვის) ის გაგიმახვილებთ ყურადღებას ნაკლზე, რომელიც მზადების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ (მაგალითად დიდი მანძილი აეროპორტიდან). საქორწინო ექსპერტებთან მოედნის ზუსტი ადგილმდებარეობისა და აგებულების განხილვის შემდეგ, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ საბოლოო ჯამში მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობდით კვირის და შეიძლება წლების მანძილზე.

სააგენტო = გამოცდილი შემსრულებლების გუნდი

სხვა ქვეყანაში ქორწილის დაგეგმვა – რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან შეიძლება მოგიწიოთ ურთიერთობა არაპროფესიონალებთან. ახლობლების მიერ რეკომენდირებული ადამიანებიც კი ხშირ შემთხვევაში არ გაძლევთ გარანტიას, რომ მიიღებთ მომსახურეობას დაგეგმილ ვადებში. დიდი მნიშვნელობა აქვს სააგენტოს, რომელიც განთავსებულია თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანაში: ჯგუფი თვითო ახდენს ორგანიზებას მაღალ დონეზე, დამხმარე გუნდტან ერთად. ამგვარად, სააგენტოსთან ხელშეკრულების დადებით თქვენ აფორმებთ ქორწილების ორგანიზების ნებისმიერ სფეროსთან შეხებულ პროფესინალთა გუნდთან.

 

(с) Anna Khomutova
(с) Anna Khomutova

სააგენტო = გარანტია და სიმშვიდე

ხელშეკრულების გაფორმების გზით თქვენ იღებთ გარანტიას. ჩვენ ყოველთვის ვდებთ ოფიციალურ ხელშეკრულებას ჩვენს წყვილებთან, ამგვარად ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაწეულ მომსახურებაზე. თუ ვინიცობაა და ერთ -ერთ დამხმარეს რაიმე გაუთვალისწინებელი შეემთხვევა წარმოეშვა, ჩვენ ვახდენთ ჩანაცვლებას, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ხარისხით. თქვენი დღესასწაულის გამართვაში ჩვენ ხომ უდიდესი წვლილი შეგვაქვს. ქორწინების ორგანიზატორი აკონტროლებს ყველა მონაწილეს, სახლიდან გამოსვლით დაწყებული, სრული მომსახურეობის მიღებით დამთავრებული. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ დროის ფაქტორსა და ზუსტად გაწერილი გეგმის დაცვას.

სააგენტოზე დაყრდნობით თქვენ იხსნით ზრუნვასა და და ნერვიულობის დიდ ტვირთს. თქვენ აღარ გიწევთ ფიქრი იმაზე, წვიმის დროს ხომ არ დასველდებიან თქვენი სტუმრები ან საკმარისია თუ არა საკვები, რომელიც შეუკვეთეთ. თქვენი საფიქრალი იქნება მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ერთმანეთზე და ახლობლებზე ზრუნვა. კარგ ამინდზე, გემრიელ კერძებზე და რა თქმა უნდა შეუდარებელ ფოტოებზე ვიზრუნებთ ჩვენ! 🙂

 

(c) W-art