საქართველო არა მხოლოდ მისი ფერადი ბუნებით, კულტურითა და სამზარეულოთია ცნობილი, არამედ მისი ანტიკური ეკლესიებითა და მონასტრებითაც. ეს ქვეყანა იყო ერთერთი პირველი რომელმაც ქრისტიანობა მიიღო მეოთხე საუკუნეში: დაფიქრდით, რამდენად მდიდარია რელიგიური ტრადიციები. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მომხმარებლები ხშირად გვკითხებიან არის თუ არა შესაძლებელი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯვრის დაწერა საქართველოში? როგორ ავირჩიოთ ეკლესია? მართლმადიდებლური ქორწინების იდუმალი დელიკატური და ჩახლართული საკითხია, ამიტომაც ჩვენ სპეციალურად ამ თემისთვის დავწერეთ გზამკვლევი. ქვემოთ თქვენ ანახავთ ყველანაირ ინფორმაციას ამ პროცესის ფორმალური ნაბიების შესახებ ასევე არაერთი ეკლესიის აღწერას, რომელიც ჯვრისწერისთვის არის შესაფერისი.

(c) Liu
(c) Anastasia Sholkova

ეკლესიის არჩევა

მაშასადამე, თქვენ გადაწყვიტეთ რომ საქართველოში გადაიხადოთ არა მხოლოდ ქორწილი, არამედ დაიწეროთ ჯვარიც ამ ულამაზეს ქვეყანაში. პირველი საკითხი დგება ადგილმდებარეობის არჩევა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ საქართველოში ყველა ეკლესია არ წერს ჯვარს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ეკლესიების უმეტესობა წირვებს ქართულად ატარებს: მოძღვრების უმეტესო უარს ამბობს ცერემონიის ჩატარებას წყვილისთვის რომელთაც ქართული ენა არ ესმით. ამიტომაც, როცა შეარჩევს ქალაქს თქვენი ქორწილისთვის, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ქორწილის ორგანიზატორთან ხელმისაწვდომი და შესაბამისი ეკლესიების შესახებ.

ჯვრისწერა თბილისში

მართლმადიდებელი წყვილებისთვის, რომელიც ქართულად არ საუბრობენ, თბილისი ალბათ ველაზე დემოკრატიული და ხელმისაწვდომი არჩევანია. პირველ რიგში, თბილისში სამი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა – წმინდა ალექსანდრე ნევას ეკლესია, არქ-ანგელოზი მიქაელის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. სამივე ეკლესია წირვებს სლავურ ენაზე ატარებს.

მეორეს მხრივ, არსებობენ კათედრალები სადაც ჯვრისწერა ქართულ ენაზე შეგიძლიათ, პირველი და ყველაზე ცნობილი საქათველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესია – სამების კათედრალი. ეს უზარმაზარი შენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალ მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის არის: ქორწილი ამ ეკლესიაში ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი არის თბილისის დორმიტიონის სიონის კათედრალი, რომლიც აქამდე საქართველოს ეკლესიის კათედრალი იყო. ეს უნიკალურად ლამაზი ეკლესია შედარებით უფრო პატარა და მყუდროა, ამიტომაც საუკეთესოა პატარა პირადული ცერემონიებისთვის.

(с) Anastasia Sholkova

როცა შეარჩევთ ქალაქს თქვენი ქორწილისთვის, გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ქორწილის ორგანიზატორთან უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი.


მცხეთა და ჯვარი

თბილისიდან 40 წუთის სავალზე არის საქართველოს სახელგანთქმული ძველი დედაქალაქი მცხეთა და ჯვრის მონასტერი. მცხეთის ცენტრში იმყოფება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი კათედრალი – სვეტიცხოველი. ეს წმინდა ადგილი იუნესკო-ს მიერ აღიარებული როგორც დედამიწის ისტორიული ძეგლი. ამის გამო ათასობით წყვილი სამყაროს გარშემო, ირჩევს სვეტიცხოველის ჯვრის დასაწერად. ჩვენ აგრეთვე გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ ვრის მონასტერს, კიდევ ერთი ეკლესია საუკუნოვანი ისტორიით. ჯვრის მონასტერი VI საუკუნეში აშენდა, ხედი მონასტრიდან გადაჰყურებს ორ მდინარეს რომელიც მის წინ ერთდება. ეს ხედი ბევრი ქართველი და რუსი პოეტის კლასიკური სიმბოლო გახდა. თქვენ შეგიძლიათ ჯვრის მონასტერში ჯვრისწერის შემდეგ მის შეუდარებელ ხედზე მოაწყოთ ფოტო სესია: ეს ნამდვილად დააგვირგვინებს ამ განსაკუთრებულ დღეს.

(с) Анастасия Шолкова

ქორწილი მთებში და ზღვაზე

თუ ქორწილის გადახდა უზარმაზარ მთებში გსურთ, ულამაზესი ხედებითა და მაგიური კუთხეებით და ჯვრის დაწერასაც აპირებთ, მაშინ არჩევანი გერგეთის სამებაზე უნდა შეაჩეროთ. თქვენ ალბათ გინახავთ ეს შთამბეჭდავი ხედი სახელგანთქმული Rooms Hotel Terrace-დან: წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მთის წვერზე გადახდილი ქორწილის გამოცდილება. ისეთი შეგრძნებაა თითქოს იქ ღმერთს უახლოვდებით. აგრეთვე გახსოვდეთ რომ გერგეთის ეკლესიაში ცერემონია მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება.

იმ წყვილების კი რომელთაც ზღვისპირა ატმოსფერო ურჩევნია, ჩვენ ვთავაზობთ საქორწილო ცერემონიას ბათუმში. წმინდა სამების ეკლესია შესაძლოა ამ რიტუალისთვის საუკეთესო ადგილი იყოს. ეკლესია სამების მაღალ მთაზეა განთავსებული და ცერემონია მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება. თუ რუსულ ენოვანი ქორწილის სურვილი გაქვს, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ კარგი ადგილმდებარეობის მოძებნაში სადაც წირვები რუსულად ტარდება.

(с) Anastasia Sholkova

მზადება ჯვრისწერისთვის

მოთხოვნები მათთვის ვისაც ჯვრის დაწერა სურთ საკმაოდ მარტივია, პირველ რიგში, საქმრო და საპატარძლო მართლმადიდებლური წესით უნდა იყვნენ მონათლულნი, მათ აგრეთვე არ უნდა ჰქონდეს სხვა საქორწილო ურთიერთობები. რეკომენდირებულია რომ ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე წყვილმა იმარხულოს და ილოცოს. მათ აგრეთვე უნდა ჩააბარონ აღსარება და ეზიარონ წინდაწინ. ქორწილის დღეს წყვილი აუცილებელი ნაადრევად გამოცხადდეს ეკლესიაში რომ გაესაუბროს მოძღვარს. მათ აგრეთვე თან უნდა ჰქონდეთ თავიანთი პასპორტები და ბეჭდები, აგრეთვე წარმოადგინონ ორი მონათლული მოწმე (მეჯვარე). იმ შემთხვევაში თუ პირადულ პატარა ქორწილს გეგმავთ ჩვენ შეგვიძლია ვუმზრუნველოთ მეჯვარეები. ბოლოს კი, აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ საქართველოს მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით ოთხშაბათს და პარასკევს, დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულების დროს და მარხვის პერიოდში ჯვრის წერა არ ტარდება.

ჯვრისწერა კათოლიკებისთვის

საქართველო არა მხოლოდ მართმადიდებელ, არამედ კათოლიკე ქრისტიანებსაც იზიდავს, ამიტომაც ჩვენ გვინდა მოკლედ განვიხილოთ კათოლიკური ჯვრისწერაც. ჩვენ გირჩევთ რომ ყურადღება გაამახვილოთ თბილისში წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარზე, ვინაიდან ეს ადგილი მეტნაკლებად დემოკრატიულად უდგება კათოლიკურ ჯვრისწერას. აქ ჯვრისწერისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ნათლობის მოწმობა, სერთიფიკატი რომელიც ადასტურებს რომ თქვენ თქვენს ეკლესიაში გაიარეთ სპეციალური კურსები, და გაქვთ თქვენი ეკლესიის თანხმობა, რომ საქართველოში გქონდეთ ჯვრისწერა.

***

საქართველოში უძველესი დროიდან სცემენ პატივს და იცავენ ქრისტიანულ ტრადიციებს, რაც ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში ქორწინება თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ORI-ს გუნდი ყოველთვის მზად არის შემოგთავაზოთ ყველაზე სანდო ინფორმაცია და დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვაში.

(с) Liu