როგორ ავირჩიოთ ადგილმდებარეობა?

საქორწილო მოედნის არჩევა მუდმივად რთული და გრძელვადიანი პროცესია, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტისას არაერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, ლამაზი ქორწილი ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის სასიამოვნო ამინდი. როგორ ავირჩიოთ საქორწილო ადგილმდებარეობა საქართველოში ისე რომ ამინდმა არ გვიმტყუნოს? ჩვენი წყვილებისგან ეს კითხვა ხშირად გვესმის. რთულია მიიღოთ გადაწყვეტილება ამ ან იმ თვის შესახებ, როდესაც ათასობით კილომეტრის დაშორებით იმყოფებით, როდესაც თქვენი ერთადერთი ორიენტირი არის საქართველოში მოგზაური მეგობრების რჩევები და ლამაზი სურათები. აქ საქორწინო ორგანიზაციის პროფესიონალი თანამშრომლის დახმარებაა საჭირო, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულის დროს ყველა დეტალი ზუსტად უნდა იქნეს გათვლილი, ეს ისეთი დეტალებია რომელიც უბრალო ტურისტებს მოგზაურობის დროს ადვილად გამორჩება. მაშინ როდესაც ჩვენ მოგვმართავთ დასახმარებლად, თქვენ იღებთ სრულ ინფორმაციას ამა თუ იმ ადგილმდებარეობის კლიმატის თავისებურებების შესახებ, რის შედგმადაც უამინდობის შემთხვევაში გეგმა ბეს შემუშავება გაცილებით იოლდება. ქვემოთ, ჩვენ ვეცდებით თქვენ დაგეხმაროთ გაათვითცნობიეროთ საქართველოს კუთხეებში კლიმატის მრავალფეროვნება და თავისებურებები და საქორწილო მოედნის არჩევასთან დაკავშირებით რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

(с) W-art

ქორწილი თბილისში

სეზონი აპრილში იწყება, და აგვისოს სიცხეებში შესვენების შემდეგ, ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მზიანი ამინდი 90%-ით არის გარანტირებული. რაც უმეტესწილად ხელს უწყობს ცერემონიებს, ჰქონდეთ ძველი ქალაქის მომხიბვლელი ხედი.

თბილისი გადაჰყურებს ფერად სახურავებს, წვრილ ქუჩებსა და ცნობილ სასურათე ეზოებს – წლის ნებისმიერ დროს აუცილებლად შესანიშნავ ფოტოებს გადაიღებთ – იდუმალებით სავსე სილამაზე, თბილისის განუყოფელი ნაწილია. თუმცა უნდა ითქვას რომ, საჭიროა გავითვალისწინოთ ხშირი წვიმები, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად დაგატყდეთ თავს. ამიტომაც, არ უნდა დაგავიწყდეთ სტუმრების ქოლგებით უზრუნველყოფა და დამატებითათ შიდა ცერემონიის დაგეგმვა.

თბილისიდან 40 წუთის ავალ გზაზე იმყოფრბა საქართველოს ანტიკური დედაქალაქი- მცხეთა. მცხეთა სავსეა ლამაზი ცერემონიისთვის ალტერნატიული ადგილმდებარეობებით, როგორიცაა მაღალი პლათფორმა რომელიც ორ მდინარეს – არაგვს და კურას გადმოჰყურებს. ეს ადგილი ნადვილად განსაკუთრებულია და თუ ამინდმა არ გიმტყუნათ – ცერემონიის ფოტოები შეუდარებელი გამოვა.

ქორწილი გუდაურსა და ყაზბეგში

ივნისის დასაწყისიდან სექტემბრამდე საუკეთესო პერიოდია ამ შეუდარებელ ადგილებში ქორწილის გადასახდელად. კავკასიური მთიანი პეიზაჟები თავისი სიდიადითა და იდუმალებით იზიდავენ ვიზიტორებს. თუმცა ღია ცის ქვეშ ცერემონიისა ან ქორწილის გადახდისას გთხოვთ გაიტვალისწინოთ ამინდის არასტაბილურობა ამ რეგიონში.

ამინდი ამ რეგიონში ზოგჯერ საათობითაც იცვლება: დილით მოსამზადებელ პერიოდში შესაძლოა მზიანი იყოს, ცერემონიის დროს შესაძლოა მოიღრუბლოს ხოლო ფოტო სესიის დროს კი კოკისპირული წვიმა წამოვიდეს, რომელიც, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით, შესაძლოა 1 საათიდან რამოდენიმდე დღემდე გაგრძელდე. ასეთი ამინდი ალტერნატიულადაც შეიძლება იყოს, დილით კოკისპირული წვიმა ხოლო, საღამოს კი მზიანი და თბილი ადმინდი. ასე რომ ვთქვათ, ამინდი მთებში სრულებით არაპროგნოზირებადია.

(c) W-art

ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ ამინდის დინამიკას თვალს და ვცდილობთ დროულად მოვიფიქროთ მაქსიმალურად კომფორტული გეგმა ბ.


ჩვენ როგორც ორგანიზატორები, ქორწილის დღეს წყვილის და სტუმრების ბედნიერებაზე ვართ პასუხისმგებლობაზე, წინასწარ ვიკვლევთ ადგილმდებარეობაზე ამინდის დინამიკას და ვცდილობთ დროულად მოვიფიქროთ მაქსიმალურად ხელსაწყო გეგმა ბ. ქოლგები და გადაადგილების პროცესი შესაძლოა არც თუ ისე რომანტიული და გულისამაჩუყებელი იყოს როგორც გეგმავდით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ამინდის არაპროგნოზირებადობას ვერ გავექცევით. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ წყვილის სურვილს რომ მთავარი სიტყვები ერთმანეთ მტებში უთხრან, თუმცა ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ გაგაფრთხილოთ.

(с) W-art

მთები ზედმეტი არ არის

ქორწილის თარიღის არჩევისას აგრეთვე აუცილებელი გავითვალისწინოთ რომ ზამთარში ყაზბეგიში დიდ თვოლიანობის გამო გზატკეცილი ხშირად იკეტება. თბილისში მიმვალი ერთადერთი გზის ჩაკეთვის გამო გუდაური და ყაზბეგი პირდაპირი მნიშვნელობით მთებში იძირება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შეგარჩევნით სხვა მთიანი ადგილები რომელიც გუდაურისა და ყაზბეგის პეიზაჟებს არაფრით ჩამოუვარდება. მათგან რამოდენიმე თბილისიდან რამოდენიმე საათის სავალში იმყოფება. ზღაპრული ბორჯომი და გრანდიოზული ბაკურიანი ამ სიის თავში იმყოფებიან. ყოველ წელს, საქორწილო სეზონის დაწყებამდე ჩვენ ვიკვლევთ ყველა ახალი მთიან ადგილმდებარეობას რომ თქვენ ნამდვილად შეუდარებელი და ექსკლუზიური ცერემონიის ლოკაცია შემოგთავაზოთ. გირჩევთ ყურადღება ბორჯომზე გაამახვილოთ, ვინაიდან სილამაზის ასეთ ნაკრებს მთებში ბევრგან ვერ ნახავთ.

მთიან გორებში ქორწილის გადახდასაც ნუ გადაუსვამთ ხაზს: უბრალოდ მოგვეცით საშუალება შემოგთავაზოთ ახალი მთიანი დანიშნულების ადგილები თქვენი ქორწილისთვის!

ქორწილი კახეთში

კახეთის ვენახები და ტბები ჩვენი წყვილების ყურადღებას არანაკლებ იპყრობს. ამ რეგიონში ქორწილი გადახდა თითქმის მთელი წლის განმვალობაშია შესაძლებელი. აქ თვენ შეგიძლიათ ყველაფერი გააერთიანოთ, ცერემონია ტბაზე, რელიგიური ქორწილი მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ფოტო სესია ვენახში და ზღაპრულ ტყეში ცხენებთან ერთად, ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული გასტრონომიის მასტერ კლასები, ვიზიტი სიყვარულის ქალაქ სიღნაღში და ბოდბის მონასწერში, სადაწ მინდა ნინომ ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში და სადაც ის დამარხულია. ეს არის მწირი ჩამონათვალი იმაქტივობებისა რომელთაც კახეთი გთავაზობთ. ეს რეგიონი სავსეა მაღალი კლასის სასტუმროებით და მყუდრო ბუტიკის სტილის სასტუმროებით უფრო ხელმისაწვდომი ქორწილისთვის. სასტუმროების უმეტესობას თავისი ვენახები და სასტუმროები აქვთ. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა რომ ქორწილი პირადი შატოს მარანში გადაიხადოთ!

საქართველოს ყველა კუთხხე განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომით. აქ ჩვენ გპირდებით დაუვიწყარ ფერებს, ფერადი ფოთლების ხალიჩებს, სეზონურ რთველს, ბროწეულის, ყურძნის და კარალიოკის მოსავლის აღებას: ერთი სიტყვით „ქორწილს ოქროსფერ ზღაპარში“. თუ შემოდგომა გიყვართ და ქორწილს სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში გეგმავთ, კახეთი თქვენი ოცნებების ასასრულებლად საუკეთესო არჩევანია!

არ აქვს მნიშვნელობა რომელ რეგიონს აირჩევთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ Ori სააგენტოს გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ საუკეთესო ადგილები შემოგთავაზოთ და მოვერგოთ თქვენს სურვილებს.

***

ჩვენთან ერთად არანაირმა უამინდობამ არ შეიძლება გააფუჩოს თქვენი დღესასწაული! 🙂

(с) Игорь Новиков