FOLLOW US

SEARCH SITE BY TYPING (ESC TO CLOSE)

ერეკლე ტატიშვილის ქ. 1, თბილისი, 0174
+995 595 01 31 66ka
ruen

Skip to Content

დიდი კავკასიონის სიმდიდრე

ქორწილი გუდაურში და ყაზბეგში

წარმოიდგინეთ თქვენი დღესასწაული ევროპის ყველაზე მაღალ მთებში

დიდებული კავაკასიონის ქედი, რომელიც თითქმის ცამდეა აღმართული და ლამაზად არის დათოვლილი თოვლის ფანტელებით და მთის მდინარეები შემოსილია მწვანე ხავერდოვანი ალპური მდელოებით, სადაც ბალახობს ცხვრების ფარა. გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი და ყაზბეგის მთიანი მხარე, გთავაზობთ საოცრად ლამაზ პეიზაჟს. ქორწილი ამ მხატრულ ადგილებში დარჩება დაუვიწყარ დღედ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის.

ყაზბეგი – თავისი ინდივიდუალური სილამაზით და ხიბლით განსაკუთრებული მხარეა. წმინდა სამების ეკლესია მდებარეობს ყაზბეგის მთიან ადგილას, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. მისი ცნობილი სილუეტი განსაკუთრებულად გამოირჩევა დიდბული ყაზბეგის ფონზე. გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ რამოდენიმე ლამაზი საცერემონიო მოედანი, რომელიც გარშემორტყმულია დიდებული მწვერვალებით, რაც იმას გულისხმობს, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ ზღაპრული ცერემონია ღია ცის ქვეშ. ამის გარდა, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ორგანიზება საქორწილო ცერემონიის ჩატარებას სხვადასხვა სასტუმროების კომფორტულ და ფართე ტერასებზე, თქვენი არჩევნის შესაბამისად. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის საქორწინო მოედანს აირჩევთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი ყველა სურვილების განხორცილებაში!

ცერემონიის გარდა, ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას რომანტიული ფოტოსესიას საუკეთესო ფოტოგრაფით, ქორწილის ვახშამს გასართობი პროგრამით და ასევე მოვაწყობთ ექსკურსიას თქვენი სტუმრებისთვის.

რატომ გუდაური და ყაზბეგი?

თუ თქვენ გიზიდავთ მთები, გუდაური და ყაზნეგი არის სწორი არჩევანი.

შეუდარებელი ლანდშაფტი

საოცარი ლანდშაფტი კავკასიონის მთების შესანიშნავი ხედი ღირს იმად, რომ გამოიაროთ რთული და გრძელი გზა.

მთის სუფთა ჰაერი

ვერსად ვერ შეიგრძნობთ ისეთ სუფთა ჰაერს, როგორც კავკასიის მთებში

ყაზბეგის მთა

ეს დიდებული მთა გიზიდავს, როგორც მაგნიტი. მისი ნახვის სურვილი მოუბეზრებელია!

საუკეთესო ლოკაცია

ამ რეგიონს აქვს რამოდენიმე უნიკალური საქოწილო ცერემონიის გასამართი მოედანი, სადაც შესაძლებელია მართლაც შესანიშანავი ქორწილის ჩატარება!

ჩვენი წყვილები, რომლებმაც ამოირჩიეს გუდაური და ყაზბეგი

Back To TopBack To Top