დიდებული კავკასიონის მთები, რომელიც თოვლით დაფარული მწვერვალებით ცაში იჭრება. მწვანეში ჩაფლული ალპური მდინარის ნაპირები, სადაც ცხვრები ბალახობენ. გუდაურის სათხილამურო კურორტი გთავაზობთ მრავალ ლამაზ და დაუვიწყარ პეიზაჟს. ქორწილი ასეთ თვალწარმტაც ადგილას თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. ჩვენ შევადგინეთ გუდაურის საუკეთესო საქორწილო დარბაზების მიმოხილვა, რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება შეადაროთ სასტუმროები და დარწმუნდეთ, რომ მხოლოდ მთებს შეუძლიათ მთებზე დიადები იყვნენ. 🙂

რატომ გუდაური?

(c) W-art

ბევრისთვის საქართველო შესანიშნავი ბუნებისა და თვალწარმტაცი მთების ქვეყანაა. თუ თქვენ მოგზაურობას საქართველოში მთების გამო გეგმავთ, გუდაური და ყაზბეგი თქვენი სიის თავში იქნება. დღეს საამ ყაზბეგამდე მივალთ, ცოტახნით გუდაურში, საქართველოს მთავარ სათხილამურო კურორტში შევჩერდებით და ვეცდებით ვიპოვოთ და გამოვიკვლიოთ ამ ადგილზე ხელმისაწვდომი საქორწილო დარბაზები.

გუდაური თბილისიდან მხოლოდ 2.5 საათის სავალშია, რაც მას ყველაზე ხელმისაწვდომ სამთო კურორტს ხდის. ორგანიზების მხრივ, ყველაზე განსაკუთრებული ფაქტი გუდაურის შესახებ არის ის რომ აქ საშუალება გეძლევათ ცერემონია გადაიხადოთ როგორც ქორწილში ასევე ღია ცის ქვეშ მინდორში. ორივე შემთხვევაში თქვენ გარშემორტყმული იქებით ულამაზესი მთებით. ასევე, მათთვის ვისაც აქტიური დასვენება იზიდავს, არის არაერთი შესაძლებლობა ამაღელვებელი აქტივობებისთვის, ცხენებით ჯირითი, ლაშქრობები მთებში და გორებში და პარაგლაინდინგი. პოპულარული სათხილამურო კურორტის სტატუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის სხვადასხვა სფეროების განვითარებაში. ეს საშუალებას გაძლევთ თქვენი სტუმრებისთვის საინტერესო თავგადასავლები დაგეგმოთ.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გირჩევთ ქორწილი გუდაურში ივლისში ან აგვისტოში დაგეგმოთ, ვინაიდან წელიწადის ყველა სხვა დრომ აქ ნაკლებად სახარბიელო კლიმატია. კლიმატი მთებში და კონკრეტულად გუდაურში ყოველთვის მოულოდნელია: დილა შეიძლება მოწმენდილი ცი დაიწყოს და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე მოღრუბლული იოს. ამიტომაც არი რომ წვიმის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის შევიმუშავებ გეგმა ბ-ს და თუ საჭირო გახდა ცერემონია გადაადგილდება სასტუმროს დარბაზში. ასეთ შემთხვევები შესაძლოა ყოველთვის თქვენს საოცნებო ქორწილის სურვილს არ დაემთხვეს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ თქვენს კომფორტზე და ქორწილის დღეს მოვარგებთ მთების ცვალებად კლიმატს. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი შთაბეჭდილებები ამინდის გამო არ გაფუჭდება.

ჩვენ გირჩევთ გუდაურში ცერემონიის ჩატარებას ივლისში ან აგვისტოში, გამომდინარე იქიდან რომ წლის დანარჩენ დროს ამინდი აქ ნაკლებად ხელსაყრელია.


(c) Anastasia Sholkova

Marco Polo Gudauri

გუდაურში ჩვენი საქორწილო დარბაზების მოკლე ტური სასტუმრო მარკო პოლოთი (Marco Polo Hotel) დაიწება. ოთხ ვარსკვლავიანი საკურორტო სასტუმრო ყველა საჭირო დაწესებულებით ნამდვილად კომფორტული დასვენებისთვის. ამ დარბაზის ყველაზე დიდი უპირატესობა ალბათ მისი დარბაზების დიდი არჩევანია. სასტუმრო სამ არჩევანს გთავაზობთ: ტერასა მწვერვალების ხედით, მთავარი რესტორანი რომელიც 250 კაცს იტევს და მყუდრო ბარი დიდი წვეულებისთვის. სასტუმროში ასევე არის ბილიარდი ოთახი, ბოულინგის ოთახი, ჩოგბურთის მოედანი, სპა ცენტრი და ბავშვების ოთახი. ეს ყველაფერი Marco Polo Hotel- თქვენი ცერემონიისთვის საუკეთესოს ხდის, თქვენთვის, თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. აქ ყველას აქვს საშუალება იპოვოს მისთვის სასურველი გართობის ხერხი.

Alpina Hotel Gudauri

ყველა სასტუმროს რომელსაც აღვწერთ ამ სტატიაში ერთი საერთო აქვთ: ყველა მათგანი გთავაზობთ ცერემონიის და ვახშმის ტერასაზე გადახდის საშუალებას. ეს ძალიან მოსახერხებელია თუ თქვენს განსაკუთრებულ დღეს ცუდი ამინდი დაემთხვა: თქვენ შეძლებთ საქორწილო ნადიმი გადაიტანოთ გადახურულ ტერასაზე. ასეთი მრავალ ფუნქციური დარბაზის შესანიშნავი მაგალითია Alpina Hotel Gudauri. ოთახები კლასიკურ სტილშია მოწყობილი, ინტერიერში ხის ელემენტებით, ბარში მყუდრო ბუხრით და ძველებური რესტორნით: ეს ყველა დეტალი ერთად თბილ სტუმართმოყვარე ატმოსფეროს ქმნის. რესტორნის მენიუ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს გთავაზობთ, საიდანაც შეგიძლიათ თქვენი საქორწილო სუფრისთვის მრავალფეროვანი კერძები აარჩიოთ. სასტუმროში აგრეთვე არის ბილიარდის ოთახი, რომელიც წყნარი, საღამოს გასატარებლად მთების გარემოცვაში, საუკეთესოა.

(c) Alpina Hotel Gudauri
(с) Gudauri Hotel Loft

Gudauri Hotel Loft

თანამედროვე სასტუმრო Gudauri Hotel Loft, რომელმაც პირველ სტუმრებს კარი სულ რაღაც ორი წლის წინ გაუღო, მოფენილია არაორდინალური ოთახებით და ბარით, ორივე რომელიც ლოფტის სტილშია მოწყობილი და სერვისის უმაღლეს ხარისხს გთავაზობთ. სასტუმროს რესტორანი ქართული და ევროპული კერძებისა და კოქტეილების დიდ არჩევანს გთავაზობთ. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ სპა ცენტრში მოდუნდნენ, ცენტრი მოიცავს საცურაო აუზსა და ჟაკუზის სასტუმროს სახურავზე, ასევე ფინურ და ორთქლის საუნებს, რომლის შემდეგაც შეგიძლიათ მასაჟის ოთახს ეწვიოთ. Gudauri Hotel Loftში ასევე შეგიძლიათ ცერემონიის ტერასაზე ჩატარება, ისევე როგორც სასტუმროს ეზოში, ფერადი ველური ყვავილების და მთების გარემოცვაში.

(с) W-art

Monte Gudauri

სასტუმრო Monte Gudauri სათხილამურო კურორტის ზემო ნაწილშია განთავსებული. მისი ყველაზე მიმზიდველი ატრიბუტი ულამაზესი ხედის მქონე მთებში ჩაფლული ხის ტერასაა. აქ თქვენ შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი სახის ქორწილი გადაიხადოთ და აღნიშნოთ ახალი ოჯახის შექმნა. წარმოიდგინეთ ეს ულამაზესი მომენტი: თქვენ ზიხართ საზეიმო სუფრაზე ნათურების სინათლის ქვეშ, მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში, შეიგრძნობთ მდუმარე მთებთან სიახლოვეს, თქვენ აღსავსე ხართ სიხარულით და ბედნიერების შეგრძნებით…

(c) Monte Hotel Gudauri

გუდაური მყუდრო სასტუმროები, მრავალფეროვანი დასასვენებელი აქტივობები და რა თქმა უნდა შეუდარებელი პეიზაჟების ერთობლიობა. დაიწყეთ თქვენი საქორწილო დილა მთების მშვიდი ღიმით, რომლებიც თქვენთვის იღვიძებენ, და გაატარეთ საღამო ვარსკვლავებით მოფენილი ცით ტკბობით. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ თქვენი სტუმრები და თქვენ ამ დაუვიწყარ თავგადასავალს არასდროს დაივიწყებთ!